21 თებერვალი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6488 - ტენდერი მეორადი ხის ევრო პალეტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
"შპს სპეცკომფორტი" აცხადებს ტენდერს მეორადი ხის ევრო პალეტების შესყიდვაზე.
- პალეტი 120*80სმ;
- პალეტების რაოდენობა 5000 ცალი (სქელფიცრიანი 2.2 სმ);
- მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად.
შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს განსაზღვრული რაოდენობები.
საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 1.5-2 თვის განმავლობაში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში.
საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:
- საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი დაზუსტება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.
შენიშვნა: აღნიშნული ხელშეკრულების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს შემსყიდველის და გამყიდველის ურთიერთშეთანხმებით.
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა: 21 თებერვალი 2020 წელი.
- სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: ელ. ფოსტის საშუალებით (დანიშნულებაში მიუთითეთ - პალეტები) speckomforti@mail.ru
საკონტაქტო ინფორმაცია:
კომპანიის დირექტორი
საკონტაქტო პირი: ვეფხვია ხუნძაკიშვილი
მის.: მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი
ელ. ფოსტა: speckomforti@mail.ru
ტელ.: 595 19 44 33, 599 92 46 36.
ტენდერის კატეგორია:
- 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები