ჩაბარების ვადა:

21 თებერვალი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6489 - ტენდერი ღორღის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

"შპს სპეცკომფორტი" აცხადებს ტენდერს ღორღის შესყიდვაზე.

  • ღორღი 15-35მმ;
  • საშუალო შესასყიდი მოცულობა თვეში 1500-2500 მ3
  • მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად.

შენიშვნა:  შემოთავაზებულილ ფასი უნდა  იყოს შპს სპეცკომფორტის საწარმომდე (მცხეთის რაიონი სოფელი წერროვანი) ტრანსპორტირების გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა: 21 თებერვალი 2020 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს   განსაზღვრული რაოდენობები.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად თვიურ რეჟიმში მითითებული მოცულობა.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი.

შენიშვნა: აღნიშნული ხელშეკრულების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს შემსყიდველის და გამყიდველის ურთიერთშეთანხმებით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდესშესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მასალის მიწოდებისგამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა

  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის კარიერზე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით კონკრეტულად ანაზღაურდება კვირის ყოველ ოთხშაბათ დღეს იმ პერიოდის მიღებული მასალების შესაბამისი თანხის ოდენობა.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი , ასევე ინფორმაცია მაქსიმალური დღიური რაოდენობის მიწოდების შესაძლებლობაზე;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
  • სამშენებლო გარეცხილი ღორღის  რაოდენობის დამადასტურებელი ლიცენზია;(მასალა უნდა იყოს კარგად გარეცხილი და თიხის შემცველობა არ უნდა იყოს 15% ზემოთ)
  • ინფორმაცია კარიერის ადგილმდებარეობიდან  მცხეთის რაიონი სოფელი წეროვნამდე არსებული მანძილის შესახებ (კმ), ასევე ინფორმაცია კარიერის ადგილმდებარეობის შესახებ;
  • გაუტეხავი ღორღის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10%.

შენიშვნა:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა: 21 თებერვალი 2020 წელი.
  • სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: ელ. ფოსტის საშუალებით (დანიშნულებაში მიუთითეთ - ღორღი) speckomforti@mail.ru

საკონტაქტო ინფორმაცია:
კომპანიის დირექტორი
საკონტაქტო პირი: ვეფხვია ხუნძაკიშვილი
მის.: მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი
ელ. ფოსტა: speckomforti@mail.ru
ტელ.: 595 19 44 33,  599 92 46 36

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა