ჩაბარების ვადა:

17 თებერვალი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6505 - ტენდერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლაღიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, რომელიც ფინანსდება  გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტის ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.

ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს წარმოადგინონ ფასის შეთავაზებები KfW- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლაღიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა საკადასტრო კოდი (43.31.69.416)

  • შემოთავაზებაზე მოთხოვნის გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 27 იანვარი.
  • შემოთავაზებაზე მოთხოვნის დახურვის თარიღი: 2020 წლის 17 თებერვალი
  • შემოთავაზებაზე მოთხოვნის დახურვის დრო: 17:00

ტენდერის ინსტრუქცია:

  • სამუშაოების (მშენებლობის) სატენდერო პაკეტი, როგორც დანართი, შედგება 8 ნაწილისგან და წარმოადგენს წარმატებული განმცხადებლის შერჩევის საფუძველს:
  • ნაწილი 1- ინსტრუქციები ტენდერებისათვის (ITB)
  • ნაწილი 2- სატენდერო მონაცემები
  • ნაწილი 3- ხელშეკრულების პირობები
  • ნაწილი 4- ხელშეკრულების მონაცემები
  • ნაწილი 5- სტანდარტული ფორმები
  • ნაწილი 6- სპეციფიკაციები (თან ერთვის ცალკეულ სატენდერო საქმეს)
  • ნაწილი 7- ნახაზები (არქიტექტურულ გეგმას თან ერთვის ცალკე სატენდერო დოკუმენტაცია)
  • ნაწილი 8- ხარჯთაღრიცხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია წინადადების წარდგენის თაობაზე:
სატენდერო ინსტრუქციის შესაბამისად, DRC– ს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

თანდართული სამუშაოების (სამშენებლო) სატენდერო ფორმები უნდა იყოს შევსებული და წარმოდგენილი სატენდერო პაკეტში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად (ნაწილი 5, კონტრაქტორის სტანდარტული ფორმა და B ფორმის საკვალიფიკაციო ინფორმაცია). საჭიროა სამუშაოების (მშენებლობის) სატენდერო ფორმის წარდგენა.

ხარჯთაღრიცხვა- BoQ (მე-8 ნაწილი, რომელსაც თან ერთვის ტენდერის დოკუმენტს) უნდა იყოს წარმოდგენილი ლარში დღგ-ს ჩათვლით. ასევე, ინსტრუქციის შესაბამისად, როგორც მითითებულია პირველ სექციაში, დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა excel-ის ფორმატში შემდეგ იმეილზე: tender.geo.wg@drc.ngo ტენდერის დახურვამდე, არაუგვიანეს 2020 წლის 17 თებერვლის 17:00 საათამდე. ყურადღება მიაქციეთ ფორმულას, რომელიც გამოყენებეულია თანდართულ ხარჯთაღრიცხვის ფორმაში და რაიმე სახის მექანიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ გაასწოროთ და შეგვატყობინოთ ხარჯთაღრიცხვის წარდგენამდე.

ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტის წარდგენის თაობაზე, სამუშაოების (სამშენებლო) სატენდერო ფორმების გარდა, გთხოვთ იხილოთ ნაწილი 2, საკონკურსო მონაცემები (პუნქტი 9.0)

წინადადებები უნდა იქნეს მოთავზებული 2 დალუქულ შიდა კონვერტში, რომლებიც აღინიშნება როგორც ორიგინალი და ასლები (ერთი ორიგინალი და ერთი ასლი) და ეს ორი შიდა კონვერტი განთავსდება ერთ დიდ გარე კონვერტში, სატენდერო ფორმის 14-ე მუხლის შესაბამისად. ყველა კონვერტში უნდა იყოს მითითებული კომპანიის სახელწოდება (სახელი, მისამართი) და ტენდერის მოწვევის ნომერი: PR_00082108

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 17 თებერვალი, 17:00 საათი თბილისის დროით შემდეგ მისამართზე: 8 მარტის #1, ზუგდიდი, საქართველო.

DRC– ს მიერ მიღებული ნებისმიერ წინადადებას მე –15 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, უკან დაუბრუნდება გაუხსნელი მონაწილეს. 

შეფასების კრიტერიუმები:
წარმოდგენილი წინადადებების შეფასება ჩატარდება ორ ფაზის მიხედვით:

ადმინისტრაციული შეფასება:

ყველა მოთხოვნილი სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილია (იხ. სატენდერო პაკეტი, ნაწილი 2 საკონკურსო მონაცემები პუნქტი 9, პუნქტი 2); ნაწილი 5 კონტრაქტორის სტანდარტული ფორმა და სტანდარტული ფორმის B საკვალიფიკაციო მოთხოვნა ივსება ყურადღებით, ზუსტად და სატენდერო პაკეტში მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად. ტენდერის წინადადების წარდგენის წესები დაცულია და შეესაბამება ნაწილის 1-ში მოცემულ ინსტრუქციებს (ITB);

დამატებით საჭირო დოკუმენტები წარმოდგენილია სატენდერო პაკეტში ასახული მოთხოვნების შესაბამისად (ნაწილი 2, საკონკურსო მონაცემები, პუნქტი 9);

მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ადმინისტრაციულ შეფასებას, მიიღებენ მონაწილეობას ტექნიკურ და ფინანსურ შეფასებაში.

ტექნიკური შეფასების კრიტერიუმები:

  • ტექნიკური წინადადება: მინიმალური მოთხოვნა - ხანგრძლივობა/ვადები - 30%
  • ტექნიკური რესურსების ხელმისაწვდომობა საქართველოში (მანქანა-დანადგარები -მნიშვნელოვანია წარმოადგინოთ მანქანა-დანადგარებისა და აღჭურვილობის სია, როგორც მითითებულია ტენდერის პაკეტის, მეორე სექციის 2.2 C პუნქტში; მასალები, ადამიანური რესურსები, ტექნიკური საკვანძო პერსონალი, მენეჯმენტი - გთხოვთ, წარმოადგინოთ საკუთრებაში არსებული ან იჯარით აღებული დანადგარების სია და პერსონალის შემადგენლობის სრული ჩამონათვალი, მათი პოზიციების მითითებით) - 30%
  • კომპანიის შესაბამისი გამოცდილება სამშენებლო / სარემონტო საქმიანობაში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში (2017, 2018 და 2019) (2 სარეკომენდაციო წერილი; ეროვნული ან საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული და კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების / სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალი) გასული ორი წლის განმავლობაში) ხარისხის დემონსტრირება; DRC შეიძლება მოითხოვოს ჩამოთვლილი პროექტების მონახულება -20%
  • საშუალო წლიური ფინანსური ბრუნვა სამშენებლო სამუშაოებიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში (თითოეულ წელზე - 2017, 2018, 2019), აღნიშნული ტენდერით გათვლილი სამუშაოების სავარაუდო ღირებულების მინიმუმ ექვივალენტური უნდა იყოს - 20%
  • ტექნიკური შეფასება შესრულდება თითოეული კრიტერიუმისთვის, 10 ქულით შეფასების სისტემის საფუძველზე, სადაც 10 ნიშნავს მოთხოვნების მნიშვნელოვნად დაკმაყოფილებას, ხოლო 1 - არ აკმაყოფილებს მოთხოვნას. ტექნიკური შეფასების ეტაპის გასავლელად ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა დააგროვოს მინიმუმ 5 ქულა.

ფინანსური შეფასების კრიტერიუმები:
დეტალური ხარჯთაღრიცხვა

  • საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ტექნიკური და ფინანსური შეფასებების შედეგების საფუძველზე, ფულის საუკეთესო ღირებულების პრინციპის გათვალისწინებით, ასევე გათვალისწინებული იქნება ზემოხსენებული კოეფიციენტები.
  • შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციისა და მოწვევის ქართული ვერსია მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა. მონაწილეებმა უნდა შეავსონ სატენდერო ფორმები მხოლოდ ინგლისურ ენაზე. ამონაწერები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურისა და საბანკო დეკლარაციების შესახებ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე.
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერთან დაკავშირებით, უნდა შეავსოთ თანდართული სატენდერო წინადადების კითხვა-პასუხის (Q&A) ფორმაში (იხ. დანართი 4) და გამოაგზავნოთ DRC– ის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე tender.geo.wg@drc.ngo 2020 წლის 10 თებერვლამდე
  • DRC– ის ტექნიკურმა ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პრეტენდენტისთვის კითხვა-პასუხების სესიის ჩატარება, 2020 წლის 12 თებერვალს, 12:00 საათზე DRC-ს ზუგდიდის ოფისში, შემდეგ მისამართზე: 8 მარტის ქ. # 1, ზუგდიდი, საქართველო. ასევე შეიძლება მონაწილეობა Skype- ით.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

Annex 1-Supplier-profile-and-registration-form-standard-template- Final Annex 1-Supplier-profile-and-registration-form-standard-template- Final
Annex 2-CT Procurement 23 Supplier Code of Conduct (Standard) Annex 2-CT Procurement 23 Supplier Code of Conduct (Standard)
Annex 3-Time Frame-Laghidze KG Annex 3-Time Frame-Laghidze KG
Annex 4 Tender Q A Document Form-Laghidze KG- final Annex 4 Tender Q A Document Form-Laghidze KG- final
DRC International Tender Invitation Laghidze KG GEO DRC International Tender Invitation Laghidze KG GEO
DRC International Tender Invitation Laghidze KG ENG DRC International Tender Invitation Laghidze KG ENG
DRC-Works Tender construction works Laghidze KG ENG DRC-Works Tender construction works Laghidze KG ENG
Section 6-01-General Technical Specification Laghidze KG GEO Section 6-01-General Technical Specification Laghidze KG GEO
Section 6-02-General Technical Specification Laghidze KG ENG Section 6-02-General Technical Specification Laghidze KG ENG
Section 7-01 Architectural Project Laghidze KG ENG Section 7-01 Architectural Project Laghidze KG ENG
Section 7-01 Architectural Project Laghidze KG GEO Section 7-01 Architectural Project Laghidze KG GEO
Section 7-02 Construction Project Laghidze KG ENG Section 7-02 Construction Project Laghidze KG ENG
Section 7-02 Construction Project Laghidze KG GEO Section 7-02 Construction Project Laghidze KG GEO
Section 7-03 Architectural Project water-sanitaion, electric,heating, fire alarm Laghidze KG GEO (1) Section 7-03 Architectural Project water-sanitaion, electric,heating, fire alarm Laghidze KG GEO (1)
Section 7-03-Architectural project water-sanitaion, electric,heating, fire alarm Laghidze KG ENG Section 7-03-Architectural project water-sanitaion, electric,heating, fire alarm Laghidze KG ENG
Section 8-BoQ-Laghidze KG xls Section 8-BoQ-Laghidze KG xls
ყველას ჩამოტვირთვა