ჩაბარების ვადა:
6 თებერვალი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6527 - ტენდერი გოგირდმჟავას და კაუსტიკური სოდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს გოგირდმჟავას და კაუსტიკური სოდის შესყიდვაზე.
- გოგირდმჟავა ტექნიკური (კონცენტრაცია არანაკლებ 93% - არაუმეტეს 96%) - 30 ტონა
- კაუსტიკური სოდა 100%-ზე გადაანგარიშებით (კონცენტრაცია არანაკლებ 45% - არაუმეტეს 50%) – 20 ტონა
აღნიშნული ნივთიერებების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2ა, 1300.
მიწოდების პერიოდი: 2020 წლის თებერვლის თვე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- პროდუქციის დამოწმებული სპეციფიკაცია (სერტიფიკატი).
წინადადების წარდგენის წესი:
- შეთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 6 თებერვალი, 18:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი#02/06/20-MT-CHEM
- წინადადების მიღება შესაძლებელია ცალკეულ პოზიციებზე.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
მიხეილ მარსაგიშვილი
საკონტაქტო ნომერი: 591 019311
ელ.ფოსტა: mmarsagishvili@gig.ge
ტენდერის კატეგორია:
- 24400000 სასუქები და ნიტროგენული ნაერთები
- 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები