ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T653 - ტენდერი ჯაგრისიანი ფეხის საწმენდების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“აცხადებს ტენდერს ჯაგრისიანი ფეხის საწმენდების შესყიდვაზე;

საქონლის დასახელება:

  • ფეხის საწმენდი 120X90
  • ფეხის საწმენდი 110X90
  • ფეხის საწმენდი 120X70

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობითგანსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
    4. კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
    5. კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • მომწოდებული ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მოწოდება ბანკის საწყობში;
  • ფეხის საწმენდი უნდა იყოს ჯაგრისიანი და სავალდებულოა იყოს დამზადებული ალუმინის კარკასზე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 28 ივლისიდან – 2015 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე; დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: გენადი აფციაური +995 (595) 599030
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთშესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 07 აგვისტო, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ჯაგრისიანი ფეხის საწმენდების შესყიდვაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20425&lang=geo