17 თებერვალი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT6530 - ტენდერი ელექტრო გაყვანილობის განახლებასა და ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,საქინვესტი’’ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისი, აგლაძის № 32 შ.პ.ს. ‘’საქინვესტი“-ის ტერიტორიაზე:
- 5/4 და 31/4 შენობების ხუთი სართულის, სარდაფის ჩათვლით, დერეფნებისა და კიბის უჯრედის ელექტრო გაყვანილობის განახლება საწყობის შესასვლელამდე მიყვანით, საერთო ფართობით ჯამში 1867 კვ.მ.
- შენობა 11/3-ის მეორე და მესამე სართულის ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება შემსრულებლის მასალით თანდართული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით. საერთო ფართობით ჯამში 1954 კვ.მ.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტერიტორიის საკადასტრო გეგმა-1 ფურცელი.
- შენობა 05/4-31/4 ელ მომარაგების პროექტი 15გვ
- შენობა 11/3 2-3 სართულის ელმომარაგების პროექტი11გვ
- ფურნიტურისა და სამონტაჟო მასალების სპეციფიკაცია 3ფურცელი
განსაკუთრებული პირობა: საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების აგრეთვე სამრეწველო სანიტარიის ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 17 თებერვალი, 17:00 საათი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი: #30/01-S/Saqinvest-2020
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური.
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ელ.ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით:
გიორგი გილაური
საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60
ტენდერის კატეგორია:
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები