ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6537 - ფასთა გამოკითხვა რევერსული ბურღვის ძელების შესყიდვაზე 

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას რევერსული ბურღვის ძელების შესყიდვაზე. 

მოთხოვნილი პროდუქციის დეტალური აღწერილობა - იხ. დანართი N2

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან ინგლისური
  • მონაწილე კომპანიამ უნდა განაფასოს დანართ #2-ში ჩამოთვლილი პროდუქცია;
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • პროდუქციის მოწოდების ვადები; რაც შეეხება მოწოდების პირობებს, რეზიდენტმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ერთეულის ღირებულება DDP კაზრეთი, ხოლო არარეზიდენტმა კომპანიებმა - FCA პირობების გათვალისწინებით (ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მიწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მიერ მითითებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით)
  • თითოეულ პროდუქციაზე წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას ხელშეკრულება გააფორმოს რამდენიმე მომწოდებელთან, პოზიციების მიხედვით.

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 10.02.2020 

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის. 

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით) 

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის და პროცედურის დასახელება, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი. 

კონვერტი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ მიიღება.

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
მობ:  +995 579 552 051

ტენდერის კატეგორია:

  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
  • 43100000 სამთო მანქანა-დანადგარები