ჩაბარების ვადა:
19 თებერვალი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6554 - ტენდერი უქსოვადი ჩანთების დამზადება-ბრენდირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს უქსოვადი ჩანთების დამზადება-ბრენდირებაზე.
საქონლის დასახელება/აღწერა |
რაოდენობა |
ფასი |
უქსოვადი ჩანთა |
30 000 |
- მასალა – უქსოვადი
- ფერი- მწვანე (იხ. მიმაგრებულ ფაილში)
- ჩანთის ზომა – 40*39სმ
- სახელურის ზომა (ერთი მხარე) - 33*2,5 სმ
- ჩანთის კანტისა და სახელურების ფერი P145-15
- რაოდენობა – 30,000 ცალი
ჩანთის დეტალური ზომები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
დამზადებული ნიმუშის ნახვა შეგიძლიათ „ორი ნაბიჯის“ მაღაზიებში.
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას;
- შემოთავაზებაში მიუთითეთ გადახდის პირობა;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში
- ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან, მეორე ეტაპზე შერჩეულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუში;
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 05 თებერვლიდან 2020 წლის 19 თებერვლის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
Nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები