ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6565 - ტენდერი ავტოსამრეცხაოებისათვის აქტიური ქაფისა და გამაშრობელი ცვილის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გრინვოში“ აცხადებს ტენდერს ავტოსამრეცხაოებისათვის აქტიური ქაფისა და გამაშრობელი ცვილის შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილი ან ტელეფონით; 
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს. 

ტექნიკური დავალება:
ქაფის პარამეტრები: 

  • აქტიური ნივთიერებების შემცველობა 37-38 %;
  • ხვედრითი წონა 1.2 კგ/ლიტრზე.  

დამატებითი ინფორმაცია: 

  • 1 (ერთი) თვის განმავლობაში ხუთივე ავტოსამრეცხაოში საორიენტაციოდ იხარჯება 1,5-2,5 ტონა ქაფი, ხოლო 100-150 ლიტრი ცვილი. 

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადაში (ერთ წლიანი ხელშეკრულება). 

შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ტენდერში ატვირთული ბრენდის და მახასიათებლების, მსგავსი ან/და უკეთესი ხარისხის ტენდერში ფოტოსურათების სახით ატვირთულ ბრენდზე. 

შემოთავაზებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს საქონლის მოწოდებიდან მინიმუმ 2 წელს. 

შემსყიდველის მიერ, მოთხოვნილი რაოდენობის მიხედვით საქონლის მიწოდება მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს (მითითებული ავტოსამრეცხაოს შესაბამისად) მოთხოვნიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში. 

ავტოსამრეცხაოების ლოკაციები:

  • ქალაქი თბილისი, ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 64  (ს.კ. 01.19.37.017.043);
  • ქალაქი თბილისი ფეიქრები მტკვრის მარცხენა სანაპირო, ქსნის ქუჩის მიმდებარედ) (ს/კ 01.11.19.007.021);
  • ქალაქი თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N 164 (ს/კ 01.72.14.055.044); 
  • ქალაქი თბილისი ნოდარ ბოხუას ქ. N 1 (ს/კ 01.13.01.014.064);
  • ქალაქი თბილისი ბერი გაბრიელ სალოსის ქ. N 175ა (ს/კ 01.17.14.002.154). 

ანგარიშსწორების პირობეები:

  • ანგარიშსწორება განხროციელდება ეროვნულ ვალუტაში-ლარში და ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს-მათ შორის დღგ-ს;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიწოდებული საქონლის რაოდენობის მიხედვით, წარმოდგენილი შესაბამისი საგადასახადო  ანგარიშფაქტურის  შესაბამისად;
  • წინასწარი ანგარიშსწორება - ავანსი არ დაიშვება. 

დამატებითი პირობები: 

  • შპს “გრინვოში“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი  მოთხოვნები, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს;
  • შპს „გრინვოში“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე;
  • ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე; 
  • ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „გრინვოშისათვის“.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 14 თებერვალი, 18:00 სთ;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა სისტემაში აუცილებლად უნდა ატვირთონ შევსებული დანართი #1.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
პავლე ანთელავა
მობ: 599076809
ელ. ფოსტა: pantelava@aldagi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 თებერვალი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა