28 თებერვალი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6580 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
აჭარა ჯგუფი წამყვანი ქართული კომპანიაა, რომელიც ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის, აგრო ბიზნესისა და სამშენებლო ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჯგუფის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური სფეროების მხარდაჭერა და განვითარება. კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელდა არაერთი პროექტი, როგორებიცაა: სამშენებლო კომპანია City Loft, სასტუმრო Holiday Inn (2010), სასტუმრო Rooms Kazbegi (2012), სასტუმრო Rooms Tbilisi (2014), ჰოსტელი Fabrika (2016), პროექტი Udabno (2017), სასტუმრო Stamba (2018) და სასტუმრო Rooms Kokhta (2020).
„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
- კომპანიაში დაზღვეულთა რაოდენობა - 2,000
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
- მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 28.02.2020
- გთხოვთ, თქვენ მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება, გადმოგვიგზავნოთ პრეზენტაციის სახით და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები