18 თებერვალი 2020, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT6587 - ტენდერი წვრილი ინვენტარის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს წვრილი ინვენტარის შეძენაზე:
- მყარი პლასტმასის ჭიქა
- პუფი
- საპიკნიკე სკამი
- პლედი
Item | Q-ty |
დეტალები |
მყარი პლასტმასის ჭიქა | 15000 | გამჭირვალე არა, გლუვი, ფასი1 და 2 ფერის ბრენდირებით |
პუფი | 100 | ფასი მოგვწერეთ 1 და 2 ფერის ბრენდირებით |
საპიკნიკე სკამი | 5000 | ფასი მოგვწერეთ 1 და 2 ფერის ბრენდირებით |
პლედი | 5000 | ფასი მოგვწერეთ 1 და 2 ფერის ბრენდირებით |
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 დღე; (შეთანხმებადია)
- ფასი უნდა მოიცავდეს - ბრენდირების ფასებს 1 და 2 ფერში
- გთხოვთ გაითვალისწინოთ - თუ ჩამონათვალიდან არ გაქვთ რომელიმე დასახელების პროდუქტი, ფასი წარადგინეთ იმ პროდუქციის რომელიც გაქვთ
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე. (თუ კომპანიას არ აქვს ბეჭედი, მისაღებია)
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 12.02.2020, 14:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 18.02.2020, 16:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გვანცა უთურაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: Gvantsa.Uturashvili@ge.anadoluefes.com; tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 39500000 ქსოვილის ნივთები
- 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები
- 39200000 ავეჯის აქსესუარები