ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T6592 - ტენდერი ნერგების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს სანიტარი აცხადებს ტენდერს ნერგების შესყიდვაზე ოთხ ლოტად.

შესასყიდი ნერგების სახეობა და რაოდენობა:

1 ლოტი ალვის ხის ნერგი 5700 ერთეული
2 ლოტი ფიჭვის ხის ნერგი 7300 ერთეული (Pinus Sylvestris)
3 ლოტი

კიპაროსი პირამიდული 100 ერთეული
კიპაროსი ჰორიზონტალური 100 ერთეული

4 ლოტი ჰიმალაის კედარი 100 ერთეული

შესასყიდი ნერგების აღწერილობა და მოთხოვნები:
ლოტი 1 და ლოტი 2:

  • ნერგების სიმაღლე უნდა იყოს 80-150 სმ
  • დიამეტრი ხის ფესვების ზემოთ უნდა იყოს 25 მმ
  • ფესვები და ტოტები ჯანმრთელი
  • ნერგების თავი უნდა იყოს საღი

ლოტი 3:

  • ნერგების სიმაღლე უნდა იყოს 2,2 მ-იდან 2,5 მეტრამდე სიმაღლის
  • ფესვები და ტოტები ჯანმრთელი
  • ნერგების თავი უნდა იყოს საღი

ლოტი 4:

  • ნერგების სიმაღლე უნდა იყოს 1.20-იდან 2.20 მეტრამდე სიმაღლის
  • ფესვები და ტოტები ჯანმრთელი
  • ნერგების ტავი უნდა იყოს საღი

ნერგის სიმაღლე იანგარიშება მიწის ზედაპირიდან მცენარის წვერომდე

ნერგები უნდა იყოს ჯანმრთელი, ასევე უნდა იყოს შეკრული კომით; ფესვთა სისტემა განვითარებული უნდა იყოს ისე, რომ მცენარის ამოღებისას კომი არ იშლებოდეს.

ფესვთა სისტემა ტრანსპორტირებისას უნდა იყოს დანამული და პოლიეთილენის პარკით შეფუთული.

მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ნერგები უნდა იყოს მის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე შემსყიდველთან წარმოდგენილი ნიმუშის იდენტური, როგორც ვიზუალურად, ასევე, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით.

წარმოდგენილი ნიმუშის იდენტური, როგორც ვიზუალურად, ასევე, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით

ნერგები მოყვანილ უნდა იყოს სანერგე მეურნეობაში და არ უნდა იყოს ამოღებული ტყიდან.

ტენტერში გამარჯვებულის გამოსავლენად შეფასების კრიტერიუმები იქნება: ფასი 40% და ხარისხი და ვიზუალი 60%.

ხელშეკრულების პირობები შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

ნერგების ხარისხის შემოწმება და მიწოდების პირობა:

  • ტენდერის დასრულების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, შემსყიდველი კომპანიის წარმომადგენელი სანერგე მეურნეობაში მოახდენს ნერგების ადგილზე დათვალიერებას და მოთხოვნილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მოხდება ხელშეკრულების გაფორმება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ნერგის ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ აღმოჩენილი წუნდებული ნერგები დაუბრუნოს მომწოდებელ კომპანიას / ფიზიკურ პირს.
  • შემსყიდველი კომპანია იტოვებს უფლებას შესასყიდი ნერგების რაოდენობა დააზუსტოს შესყიდვის პროცესში. 

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ფასები დღგ-ს გარეშე თითოეულ ნერგზე (ერთი ან რამოდენიმე ლოტისთვის)
  • სასურველია წარმოშობის და ხარისხის სერთიფიკატები.
  • ამონაწერი  სამეწარმეო რეესტრიდან ან პირადობის მოწმობის ასლი ფიზიკური პირის შემთხვევაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 24 თებერვალი, 15:00 საათი.
  • ელექტრონულად შეთავაზება უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: marina@sanitary.ge ან კონვერტით მიიტანოთ სანიტარის ოფისის შემდეგ მისამართზე: ქ.რუსთავი გამარჯვების გზატ N4.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მარინა ჭელიძე
მობ: 599 137811
ელ. ფოსტა: marina@sanitary.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები
  • 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები