ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6595 - ტენდერი ოფისის მმართველობითი დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში შექმნა-ტრანსფორმაციის, მიმოქცევისა და მართვის (ელექტრონული დოკუმენტების მართვის) პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა/დანერგვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ ოფისის მმართველობითი დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში შექმნა-ტრანსფორმაციის, მიმოქცევისა და მართვის (ელექტრონული დოკუმენტების მართვის) პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა/დანერგვაზე აცხადებს ღია ტენდერს.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14.  შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 28 თებერვალი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ტენდერის დასახელება).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:

  • ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილების შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: ირაკლი კოტრიკაძე,
მობილურის ნომერი: 5933 05 93;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (2134),
ელ. ფოსტა: i.kotrikadze@vtb.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/86/tenderi-opisis-mmartvelobiti-dokumentebis-eleqtronul-pormatshi-sheqmna-transpormatsiis-mimoqtsevisa-da-martvis-eleqtronuli-dokumentebis-martvis_-programuli-uzrunvelkopis-sheskidva_danergvaze

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები