ჩაბარების ვადა:

21 თებერვალი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6599 - ტენდერი APC Symmetra PX 96/160kW-ის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს APC Symmetra PX 96/160kW-ის შესყიდვაზე.

დეტალური აღწერა:

Product / Service Specification QTY
SY96K160H

APC Symmetra PX 96kW Scalable to 160kW, 400v
6x 16KW Power Modules
9x Battery Modules (36x Battery Units, Full Battery Cabinet)
1 year on-site repair or replace warranty

2
Services Installation Works and Start-up Services 2

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები,  ა.შ.);
  • მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);
  • მოწოდების ვადა: 45 დღე
  • კომპანიასთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების შემდეგ პირობებს:

მხადაჭერის პირობები:

  • განახორციელოს ობიექტზე (თბილისი) არსებული უწყვეტი კვების წყაროების გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ მაინც.
  • დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაუწიოს ბანკს სრულყოფილი სატელეფონო კონსულტაცია.
  • საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციების არსებობისას უზრუნველყოს ობიექტზე მისი სპეციალისტების მისვლა და აღმოჩენილი პრობლემის აღმოფხვრა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
    - სპეციალისტების გამოცხადება ობიექტზე უნდა განხორციელდეს ბანკიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 საათში
    - სპეციალისტების მიერ პრობლემის დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 1 საათში.
    - სპეციალისტების მიერ პრობლემის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს დიაგნოსტიკიდან არაუგვიანეს 5 საათში, იმ შემთხვევებში, როცა სათადარიგო ნაწილი არსებობს ობიექტზე ან/და ხარვეზის აღმოფხვრა, არ საჭიროებს ნაწილის შეცვლას.
    - რეაგირებისათვის განკუთვნილი დროის მაქსიმალური გადაცილება განისაზღვროს 10%-ით.
  • თითოეულ საეჭვო ან/და ავარიულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიმწოდებელი უზრუნველყოფს ბანკისათვის შესაბამისი რეპორტის მიწოდებას, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი არსებული დაზიანების აღმოფხვრის გზები, მეთოდები და რეკომენდაციები, სამომავლოდ მსგავსი ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. რეპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შემოწმების ჩატარების/პრობლემის აღმოფხვრის განხორციელებიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 14 თებერვლიდან 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში, გადასახადების ჩათვლით.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 21 თებერვალი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 700 დოლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ვახტანგ დანელიას
მობ: +995 (599) 316595
ელ. ფოსტა: vdanelia@bog.ge

სხვა საკითხებზე მიმართეთ:
ბექა ჭოლაძეს
მობ: 555 111299
ელ. ფოსტა: bcholadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 თებერვალი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 700.00 $