ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2020, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6604 - საქართველოს ბანკის ობიექტების გარე ელ-მომარაგებასთან დაკავშირებული მომსახურებები

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის ობიექტების გარე ელ-მომარაგებასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, რომელშიც უნდა დააფიქსიროს ერთეული ფასები მომსახურების და მასალის შემთხვევაში ცალ-ცალკე. ამასთან, ერთეული ფასები მასალისთვის უნდა იყოს წარმოდგენილი დანარიცხების  (მოგების გადასახადის, ზედნადები ხარჯების და დღგ-ს) გარეშე ხოლო ერთეული ფასები მომსახურებისთვის დაფიქსირებული უნდა იყოს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სხვა დანარიცხების (მოგების გადასახადის, ზედნადები ხარჯების და დღგ-ს) გარეშე; ასევე, დანართი N1-ში ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს მოგების (მოგება უნდა მოიცავდეს ზედნადებ ხარჯებსაც) პროცენტი;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ფასის დასათვლელად, გამოყენებული იქნება ერთეული ფასები დანარიცხების გარეშე, ხოლო ჯამურ ფასს დაერიცხება მოგების წინასწარ შეთანხმებული პროცენტი და დღგ;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები

  • არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული გარე ელ. სამუშაოების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში: კლიენტის, ობიექტის, განხორციელებული მომსახურების ტიპის, დარიღის და კლიენტის საკონტაქტო ნომრის მითითებით:
# თარიღი (თვე, წელი) კლიენტი (დასახელება და საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი) განხორციელებული ობიექტის დასახელება, სამუშაოების აღწერა
1 ... ... ...
2 ... ... ...
...      
  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიან გამოცდილებას ანალოგიურ სფეროში;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 1 მსგვასი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
  • დეფექტებზე პასუხისმგებლობის გარანტია უნდა ფარავდეს 12 თვეს;
  • ტენდერში  მონაწილემ უნდა წარმოადგინოს იმ პერსონალის შესახებ ინფორმაცია რომელიც ჩართული იქნება სამუშაოებში, ამასთან:
    - საქმეთა მწარმოებელს უნდა ჰქონდეს - მე-5 თანრიგი;
    - სამუშაოთა მწარმოებელს - სულ მცირე მე-4 თანრიგი;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პერსონალის რეზიუმეები და თანრიგების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში,  თავად დაამუშავოს ნარჩენები, ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები საქართველოს მოკმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

ტენდერის შედეგად შესაძლოა გაფორმდეს ერთზე მეტი გენერალური ხელშეკრულება;

ბანკი იტოვებს უფლებას საკუთარი დისკრეციით, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელოს მოლაპარაკებები ტენდერის მონაწილეებთან ტენდერის დასრულების შემდეგაც.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 24 თებერვალი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: +995 599358444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 თებერვალი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა