ჩაბარების ვადა:
12 მარტი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6605 - ტენდერი ფარმაცევტული პროდუქტების, სახარჯი მასალისა და სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ჯეო ჰოსპიტალსი, რომლიც მოიცავს 23 სამედიცინო დაწესებულებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, აცხადებს ტენდერს ფარმაცევტული პროდუქტების, სახარჯი მასალისა და სამედიცინო სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვაზე.
შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი და მიწოდების ადგილები იხილეთ დანართი - 1, დანართი - 2.
- შემოთავაზებების წარმოდგენა დასაშვებია როგორც ცალკეულ პოზიციებზე, აგრეთვე ერთიანად.
- სატენდერო წინადადებების განხილვის პროცესში შესაძლოა ზოგ პოზიციაზე მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა.
- ანგარიშსწორების პირობები დადგინდება ინდივიდუალურად ყოველ პრეტენდენტთან გამომდინარე მოსაწოდებელი საქონლის სპეციფიკიდან.
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპანიის რეკვიზიტები
- გამოცდილება ანალოგიურ ტენდერებში მონაწილეობის თაობაზე
- ფასების ცხრილი
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტენდენტებმა შემოთავაზებები უნდა გამოაგზავნონ არა უგვიანეს 2020 წლის 12 მარტის 18 საათისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tender@gh.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო ტელ: 599794140
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები