ჩაბარების ვადა:

10 მარტი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6694 - ტენდერი 0,33 ლ ნატახტრის გამჭირვალე შუშის ბოთლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:  

  • ნომრით #- EF-GE/472
  • დანიშნულება: 0,33 ლ ნატახტრის შუშის ბოთლი გამჭირვალე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • გადახდის პირობები: წინასწარ
  • მყიდველი პასუხსმგებელია შესყიდული საქონლის წაღებაზე საკუთარი ტრანსპორტით. საქონლის წაღება მოხდება თანხის ჩარიცხვიდან 1 კვირის ვადაში.
  • აუცილებელია დაინტერესებული მხარის ადგილზე მოსვლა და შესასყიდი საქონლის დათვალიერება/შეფასება.

რაოდენობა: 157745 ცალი.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:  პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: 
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 28.02.2020, 20:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 10.02.2020, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სოფიო ბარამიძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532)180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები