ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T6713 - კონკურსი არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტის მოსამზადებლად

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

კონკურსის აღწერილობა:

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ აცხადებს კონკურსს არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტის მოსამზადებლად. 

საქმიანობის ძირითადი მიზანი:

  • ქ. თბილისში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრის განვითარების მიზნით, არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტის (რეკონსტრუქციის სრული პაკეტი 3D რენდერებითა და ტექნიკური ნახაზებით) მომზადება.  

 შენობის ადგილმდებარეობა: 

  • ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N53 
  • შენობის საერთო ფართი 258,66 მ2 (გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი, კერძოდ, ფართის აზომვითი ნახაზი) 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირ(ებ)ს.

სავალდებულო მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილე პირმა/ორგანიზაციამ ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ელექტრონული სახით: 

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის/ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
  • ინფორმაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 2 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით; 
  • პროექტში ჩართული პირების/თანამშრომლების სია და მათი კვალიფიკაციის ამსახველი ინფორმაცია. 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2020 წლის 18 მარტი, 15:00 საათი.

სატენდერო განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება ელექტრონული სახით, კერძოდ, GOOGLE DRIVE-ის გამოყენებით შემდეგ მისამართზე: 

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს,  რომლებიც დააკმაყოფილებენ სავალდებულო მოთხოვნებს. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური. 

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები