ჩაბარების ვადა:

20 მარტი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6724 - ტენდერი 2020 წლის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მინერალური სასუქის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს 2020 წლის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მინერალური სასუქის შესყიდვაზე.

კავაკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციას სამხრეთ კავასიაში. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით  მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და მისი განმახორციელებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment).

ორგანიზაციამ დაიწყო პილოტური პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას თესლბრუნვის დანერგვის გზით გორის, ქარელისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ზემოაღნიშნული პილოტური პროექტის განსახორციელებლად, ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს მინერალური სასუქის შესყიდვაზე.

სასუქის დასახელება რაოდენობა

დიამოფოსკა (10-26-26 / აზოტ-ფოსფორ-კალიუმი)

29,825 კგ

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო განაცხადი (განცხადის ფორმა ჩამოსატვირთად: Annex FERTILIZER.docx) შემდეგი ინფორმაციით:

  • შემოთავაზება მოსაწოდებელი სასუქის დასახელებითა და რაოდენობით;
  • მოწოდების თარიღი და ადგილი;
  • ინფორმაცია კომპანიის(ორგანიზაციის) ან ფიზიკური პირის შესახებ;
  • მინერალური სასუქის წარმოშობის სერტიფიკატი;
  • მინერალური სასუქის ხარისხის სერტიფიკატი (ვარგისიანობის ვადისა და შენახვის პირობების მითითებით);
  • მინერალური სასუქის მწარმოებლის მიერ თანდართული გამოყენების აგროტექნიკური წესები/ინსტრუქცია;
  • შემოთავაზებული ფასი. 

სატენდერო განაცხადის ჩაბარების ვადები და პირობები:

  • საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2020 წლის 20 მარტი. განცხადება მოგვაწოდეთ წერილობით ზემოთ მითითებულ ელ.მისამართზე, ან ხელით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ოფისში: თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა N13 (დავით არაყიშვილის ჩიხი 1).

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:
ქეთი ჯიბლაძე
ტელ: 593 79 77 99
E-mail: keti.jibladze@rec-caucasus.org

ტენდერის კატეგორია:

  • 14300000 ქიმიური და სასუქი მინერალები