ჩაბარების ვადა:

20 მარტი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6726 - ტენდერი 2020 წლის საგაზაფხულო თესვისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს 2020 წლის საგაზაფხულო თესვისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალის შესყიდვაზე.

კავაკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციას სამხრეთ კავასიაში. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით  მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და მისი განმახორციელებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment).

ორგანიზაციამ დაიწყო პილოტური პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას თესლბრუნვის დანერგვის გზით გორის, ქარელის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ზემოაღნიშნული პილოტური პროექტის განსახორციელებლად, ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს 2020 წლის საგაზაფხულო თესვისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალის შესასყიდად შემდეგი ლოტების მიხედვით:

ლოტი 1 (LOT 1): ბარდა

კულტურა რაოდენობა
ბარდა, სათესლე, კალიბრირებული, ელიტა ან I რეპროდუქცია 9750 კგ

ლოტი 2(LOT 2): სიმინდი

კულტურა რაოდენობა

სიმინდის ჰიბრიდი, სათესლე, „ლომთაგორა 1“ (ყვითელმარცვლიანი), კალიბრირებული

550 კგ

ლოტი 3(LOT 3): ლობიო

კულტურა რაოდენობა
ლობიო სათესლე, “მინდვრის წითელი“ (დაბალი), ელიტა ან I რეპროდუქცია 4250 კგ

ლოტი 4(LOT 4): წიწიბურა

კულტურა რაოდენობა
წიწიბურა სათესლე, ელიტა ან რეპროდუქცია, საქართველოში დარაიონებული 1150 კგ

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო განაცხადი (განცხადის ფორმა ჩამოსატვირთად: Annex SEEDS.docx) შემდეგი ინფორმაციით:

  • ინფორმაცია კომპანიის (ორგანიზაციის) შესახებ;
  • თესლის წარმოშობის სერტიფიკატი, სადაც მითითებული უნდა იყოს, რომ თესლი არ არის გენმოდიფიცირებული;
  • თესლის ხარისხის სერტიფიკატი (ვარგისიანობის ვადისა და შენახვის პირობების მითითებით);
  • თესლის მწარმოებლის მიერ თანდართული თესვა/მოვლის აგროტექნიკური წესები/ინსტრუქცია;
  • შემოთავაზებული ფასი.  

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს შუძლიათ სატენდერო განაცხადი შემოიტანონ როგორც ერთ ცალკე აღებულ, ასევე რამოდენიმე ან ყველა ლოტზე. 

სატენდერო განაცხადის ჩაბარების ვადები და პირობები:

  • საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2020 წლის 20 მარტი. განცხადება მოგვაწოდეთ წერილობით ზემოთ მითითებულ ელ.მისამართზე, ან ხელით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ოფისში: თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა N13 (დავით არაყიშვილის ჩიხი 1).

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:
ქეთი ჯიბლაძე
ტელ: 593 79 77 99
E-mail: keti.jibladze@rec-caucasus.org

ტენდერის კატეგორია:

  • 15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები
  • 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები