ჩაბარების ვადა:

6 აპრილი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6727 - ტენდერი ბახტრიონის სატუმბო სადგურის მოდერნიზაციის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადებების წარდგენის განახლებული ვადაა 2020 წლის 6 აპრილი, 18:00 სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბახტრიონის სატუმბო სადგურის მოდერნიზაციის შესყიდვაზე.

შენიშვნა: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მზად არის დაინტერესებულ კომპანიას სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე ადგილზე დაათვალიერებინოს ბახტრიონის სატუმბო სადგური. ობიექტის ადგილზე ნახვის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს წარმოადგენელს:დავით დვალი, 595 088 119

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ბახტრიონის სატუმბო სადგური მდებარეობს ბახტრიონის ქ. N14-ში, ზღვის დონიდან 440 ნიშნულზე და წყალმომარაგების განხორციელების კუთხით წარმოადგენს ქალაქში ყველაზე მასშტაბურ ქსელში გამშვებ სატუმბო სადგურს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია 471 ნიშნულზე მდებარე 2 ერთეული 5,000მ3 ტევადობის რეზერვუარი. 
  • სატუმბო სადგური უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს ვაკისა და მთაწმინდის რაიონების, ჯამში 55,000 აბონენტის წყალმომარაგებას და აერთიანებს 6 წყალდენს.
  • ბახტრიონის სატუმბო სადგურში არსებული 6 კვ-ის გამანაწილებელი მოწყობილობა იკვებება ქ/ს „საბურთალო 1“-ის 6კვ. გამანაწილებელი მოწყობილობიდან გამომავალი ორი ფიდერით: №9 და №28. სატუმბო სადგურის შემომყვნი უჯრედები არის მოძველებული. მასში დამონტაჟებულია ზეთიანი ამომრთველები, რომლებიც ასევე იმყოფება მოძველებულ და არასაიმედო მდგომარეობაში, რაც იწვევს სადგურში ელ.ენერგიის შეფერხებით მიწოდებას და ქმნის სატუმბოს ელ.მომარაგების არასტაბილურობას. შესაბამისად, საჭიროა  №9 და №28 ფიდერების შემომყვანი უჯრედების განახლება ახალი 6 კვ-ის უჯრედებით, რომლებშიც დამონტაჟებული იქნება ვაკუუმური ამომრთველები.
  • აგრეთვე უნდა შეიცვალოს №9 და №28  ფიდერებზე უჯრედების 6 კვ-ის სასალტე გამთიშველები და სექციებს შორის არსებული სასექციო გამთიშველი, რომლითაც ზემოთ აღნიშნული ფიდერებს შორის არსებობს სექციონირება.

დამატებითი ტექნიკური დეტალები გთხოვთ იხილოთ დანართში N1.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დამკვეთთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში წარმოადგინოს პროექტის გრაფიკული ნახაზი და წინასწარი ხარჯთაღრიცხვა;
  • წინასწარი ხარჯთაღრიცხვის საფუძველი უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 14 იანვრის ბრძანება 152, "საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროში მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედო დაშვების შესახებ", რომლის თანახმადაც აღიარებული და საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებულია 1992 წლამდე მომქმედი სამშენებლო ნორმები და წესები. ასევე, წინასწარი ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს რესურსულად (13 შიფრიანი), შრომის დანახარჯებისა (კაც/სთ) და მანქანა-მექანიზმების (მანქ/სთ) ღირებულებების მითითებით;
  • პროექტის გრაფიკული ნახაზისა და წინასწარი ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაწესებულების მიერ,   მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული კვარტალური სამშენებლო რესურსული ფასების მიხედვით. 
  • სამუშაოების შესრულებაზე უნდა მომზადდეს ფორმა N2 და ფორმა N3. ასევე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაწესებულების მიერ უნდა მოხდეს შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება სამუშაოების მიმდინარეობისას და დასრულებისას. სამუშაოების დასრულების შემდეგ მომზადებულ საბოლოო ფორმა N2-ს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა და გაიცეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. 
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს როგორც პროექტირების ასევე სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი განფასება.

შენიშვნა: გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ბახტრიონის სატუმბო სადგურის რეაბილიტაციის პროექტირებაზე, ხოლო უშუალოდ სატუმბო სადგურის სამშენებელო სამუშაოების შესრულების ღირებულება დაზუსტება გამარჯვებული კომპანიის მიერ საბოლოო პროექტის, ხარჯთაღრიცხვის და მომზადებულ პროექტზე/ხარჯთაღრიცხვაზე აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდგომ.

სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან წინასწარ მოლაპარაკებული პერიოდის განმავლობაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • ქ. თბილისი, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგური.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების  გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დასაშვებია ჯამური საკონტრაქტო ღირებულის 30%-ის წინასწარი ადგარიშსწორება საავანსო გარანტიის საფუძველზე.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2 და 1.3);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია სასურველი ანგარიშსწორების პირობის შესახებ (პუნქტი 1.7);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

სხვა მოთხოვნა:
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
    - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
    - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
    - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;

ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 6 აპრილი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარში
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება