ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6736 - ტენდერი 7500 ერთეული 1000 გრ. (ერთ კილოგრამიანი) პასკის შეძენაზე, სასაჩუქრე მუყაოს ყუთის შეფუთვაში

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 7500 ერთეული 1000 გრ. (ერთ კილოგრამიანი) პასკის შეძენაზე, სასაჩუქრე მუყაოს ყუთის შეფუთვაში.

  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პასკის მიახლოებითი გაბარიტები (პასკის დიამეტრი და სიმაღლე)
  • აუცილებელია შეფუთვა იყოს მუყაოს ყუთის; 
  • აუცილებელია მომწოდებელმა ბანკს მიაწოდოს სასაჩუქრე მუყაოს ყუთის ზომები, რომლის მიხედვითაც დამკვეთი მიაწვდის მომწოდებელს ყუთის დიზაინს
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ყუთების დამზადება და ყუთში პასკის მოთავსება;
  • ყუთების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე თბილისში.
  • ყუთების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები, კერძოდ სანტრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გათვლილი საკვების ტრანსპორტირებისთვის.
  • მომწოდებელი ვალდებულია პასკის ნიმუში მოგვაწოდოს 2020 წლის 17 მარტს 12:00 საათზე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში ნინო ქუტიძის სახელზე (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა, სანაპიროს მხრიდან); 
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიაწოდოს ბანკს შეკვეთა 2020 წლის 8 აპრილს, დილის 10 საათზე მისამართზე: ურეკის ქუჩა #2.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
  • პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 18 მარტი, 18:00 სთ;
  • გთხოვთ სისტემაში მიუთითოთ მოსაწოდებელი პროდუქციის ჯამური ღირებულება;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარში;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 700 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
სალომე ყუფარაძე
მობ: 599 611 222
ელ. ფოსტა: s.kuparadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 მარტი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 700.00 ‎₾