ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6740 - ტენდერი რეგიონალური სამედიცინო ცენტრი მშენებლობისათვის დროებითი 6 კვოლტზე 2 მეგავატის ელ მომარაგების უზრუნველყოფის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდგომი სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მედსერვის ჯორჯია“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და შემდგომი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს.

შენიშვნა: აღნიშნული შესყიდვა წარმოადგენს 2020 წლის 19 თებერვალს გამოცხადებული T6620 ტენდერს გახანგრძლივებული ვადით. დაინტერესებულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა ვინც ვერ შეძლო დათქმულ ვადაში შეთავაზების წარმოდგენა, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი სატენდერო წინადადებები არაუგვიანეს 25 მარტისა.

კონკურსის  მიზანს  წარმოადგენს რეგიონალური სამედიცინო ცენტრის მშენებლობისათვის დროებითი დროებითი 6 კვოლტზე 2 მეგავატის უზრუნველყოფის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომი სამუშაოების შესრულება, აგთრეთვე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

კონკურსის მსვლელობისას კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საერთო ტექნიკური გადაწყვეტილებები. საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შემდგომში შესრულებული სამუშაოები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების აგრეთვე სამრეწველო სანიტარიის ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

შესყიდვის  ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან:

  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ჩაბარება - არაუგვიანეს 10 კალენდარული დღე;
  • სამუშაოების შესრულება პროექტის საბოლოო შეთანხმებიდან არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.

შესყიდვის ობიექტის ადგილმდებარეობა: საქართველო, გარდაბნის რაიონი, სოფელი გამარჯვება, საკადასტრო კოდი - 81.07.04.216

საპროექტო სამუშაოების შესრულების ეტაპები:

  • I ეტაპი - შემსყიდველის მიერ უმთავრესი ტექნიკური გადაწყვეტილებების და შეთანხება და დასაბუთება. შემსყიდველის მიერ მოწყობილობების ტექნიკური შეთანხმება (უნდა იქნას წარმოდგენილი შემოთავაზებული მასალების და მოწყობილობების სერთიფიკატები)
  • II ეტაპი - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება, და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის  ეროვნული ბიუროსთან“ შეთანხმება.
  • III ეტაპი - საკუთების უფლების მოპოვების მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში რეგისტრაციისითვის სჭირო მხარდაჭერის სამუშაოების შესრულება.

სამუშაოების შერულების ეტაპები: 

  • პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად გაწევა, და ექსპლუატაციაში გაშვება და საკუთრებისდ უფლების რეგისტრაცია ხაზობრივ ნაგებობაზე.

შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით  ლარში ორ ეტაპად:

  • I  ეტაპი - საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში  30 %-ის ოდენობით;
  • II ეტაპი - საკონკურსო  განცხადებისა  და საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შედეგების მიხედვით, შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო ნუსხის (ფორმა N2) საფუძველზე სათანადო  მიღება-ჩაბარების აქტისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის შსაბამისად, 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში - 55%.
  • III ეტაპი - რომელიც თავის მხრივ გაიყოფა შემდეგ 2 ქვე-ეტაპად:
    - სამუშაოებისა და მოწყობილობათა დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება და შესაბამისი ელ მომმომარაგებელი ორგანიზაციის მიერ ჩართვის აქტის გაფორმება -10%
    - საკუთების უფლების მოპოვების თაობაზე შპს „მესდსერვის ჯორჯიას“ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში რეგისტრაციის დასრულოება - 5%.

წარმოდგენილი უნდა იყოს წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (საავანსო გარანტია), ხელშეკრულების საავანსო გადახდების 90 ოდენობით.

წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება ძალაშია კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტთან ხელშეკრულების დადებამდე.

საკონკურსო წინადადებით  წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ამასთან, დოკუმენტაციის გერმანულ ენაზეც წარმოდგენა გაზრდის კონკურსანტის კონკურენტუნარიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თანაბარი პირობების შემთხვებაში, იმ კონკურსანტს მიენიჭება უპირატესობა, რომელიც დოკუმენტაციას წარმოადგენს როგორც ქართულ ასევე გერმანულ ენაზე. დოკუმენტები ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ. ხელმოწერაზე პირის უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.   აღნიშნულ დოკუმენტებში აღმოჩენილი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ თარგმანს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდება - 2020  წლის 25 მარტს, 17:00 საათზე.
  • დაინტერესებულმა პირებმა განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, საკონკურსო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები ქართულ ენაზე, დალუქული პაკეტით უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 25 მარტის 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0105, სულხან ნასიძის ქუჩა, 34 საკონტაქტო პირი, მამუკა ჯიჯავაძე 595 110 444

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები