ჩაბარების ვადა:

19 მარტი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6754 - ტენდერი 2020 წლის მანძილზე შესასყიდი პრინტერების და სკანერების მიწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

GGU ჯგუფი არის ჰოლდინგი, რომელსაც აქვს ორი ძირითადი ბიზნეს ხაზი ენერგეტიკისა და კომუნალური სექტორების სფეროებში:

  • ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი - უმსხვილესი კერძო კომუნალური კომპანია საქართველოში, წყალმომარაგების უმსხვილესი ქსელით, რომელიც მოიცავს თბილისს, რუსთავს, გარდაბანს და მცხეთას.
  • ენერგეტიკა - GGU– ს აქვს 3 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე წარმოადგენს 149.3 მეგავატს

GGU ჯგუფი აცხადებს გაერთიანებულ ტენდერს 2020 წლის მანძილზე შესასყიდი პრინტერების და სკანერების მიწოდებაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • GGU ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის მოთხოვნისამებრ პრინტერების და სკანერების ეტაპობრივად მიწოდება 2020 წლის განმავლობაში.
  • შენიშვნა: ტექნიკის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები იხილეთ დანართში #2

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიწოდება უნდა განხორციელდეს DDP პირობით;
  • მოთხოვნაში დაფიქსირებული რაოდენობები არის სავარაუდო. დასაშვებია ცდომილება ±20%;
  • საქონლის შემდეგი რაოდენობა მიწოდებული უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1.4 პუნქტში დაფიქსირებული ვადებისა:
    - პრინტერი - 15 ცალი
    - სკანერი - 2 ცალი
  • დარჩენილი რაოდენობები შეკვეთილი იქნება ეტაპობრივად 2020 წლის განმავლობაში;

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული ფასების ცხრილი (დანართი #3) 1.2 პუნქტში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით

საქონლის მიწოდების, ადგილი და ვადა:

  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, GWP მთავარი ოფისი - მედეა (მზია) ჯუღელის #10
  • საქონლის მიწოდების ვადა - მყიდველის მიერ გამყიდველისთვის წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით თითოეულ მიწოდებულ პარტიაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი წინადადების 5%-ის ოდენობით, რომელიც  გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შევსებული ფასების ცხრილი - დანართი #3;
  • ინფორმაცია საქონლის მოწოდების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პუნქტში 1.4 ნახსენებ ვადას;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ორგანიზაციის წერილობითი დასტური იმაზე, რომ  მას საქართველოს ტერიტორიაზე აქვს მინიმუმ ერთი მოქმედი სერვის-ცენტრი (კომპანიის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით), რომელიც ფუნქციონირებს არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე და სადაც საგარანტიო პერიოდში პრეტენდენტს ექნება ტექნიკური მომსახურების გაწევის შესაძლებლობა;
  • შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF).

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

სხვა მოთხოვნა:
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია როგორც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ასევე დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

GGU ჯგუფი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

GGU ჯგუფი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. GGU ჯგუფი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

GGU ჯგუფი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ GGU ჯგუფი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას GGU ჯგუფის მხრიდან.

ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 19 მარტი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარში და დოლარში,
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ვაჟა კაკიაშვილი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10
ელ. ფოსტა: vkakiashvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1149); მობ: 598 34 77 84

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); მობ: 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 მარტი 2020 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა