ჩაბარების ვადა:

20 მარტი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6755 - ტენდერი 6500 ერთეული 1 ლიტრიანი ხელის სადეზინფექციო/ანტიბაქტერიული გელის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 6500 ერთეული 1 ლიტრიანი ხელის სადეზინფექციო/ანტიბაქტერიული გელის შესყიდვაზე:

ბრენდის დასახელება სპირტის შემცველობა ერთ. ფასი
(ლარი, დღგ-ს ჩათ.)
მოწოდების ვადა
(კალ. დღე)
       

შენიშვნა 1: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს არ აქვს შესაძლებლობა მოახდინოს საქონლის შემოთავაზება 1 ლიტრიანი შეფუთვით. შესაძლებელია ალტერნატიული შეფუთვის შემოთავაზება, რაზეც უნდა მოხდეს შესაბამისი მინიშნება სატენდერო წინადადებაში.

შენიშვნა 2: სასურველია შემოთავაზებულ იქნას 70%-იანი ან მეტი სპირტის შემცველობის გელი. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს არ აქვს ამგვარი საქონლის შემოთავაზების შესაძლებლობა, შესაძლებელია წარმოადგინოს საქონელი მოთხოვნასთან მაქსიმალურად მიახლოებული სპირტის შემცველობით.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტში არსებული ცხრილი შევსებული, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შემოთავაზებული საქონლის სპეციფიკაციის ფურცელი ან/და MSDS;
  • შემოთავაზებული საქონლის ფოტოსურათი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საბანკო რეკვიზიტები;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი. ბანკი იტოვებს უფლებას ნებიემიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერის ჩატარება. აღნიშნული ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე პრეტენდენტთან.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 20 მარტი, 17:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარში;
  • სისტემაში გთხოვთ დააფიქსიროთ ერთეულის ღირებულება;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    18 მარტი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა