ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T678 - ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შეძენაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მიმაგრებულ დოკუმენტში შეიცვალა სააპლიკაციო ფორმა.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებისთვის სამსახურეობრივი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის (ქურთუკი, შარვალი, საწვიმარი) შეძენაზე

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

მიახლოებითი რაოდენობები და ზომები:

დასახელება S M L XL 2XL 3XL 4XL 5XL სულ
1 ქურთუკი (მამაკაცის) 42 43 58 42 51 21 11 5 273
2 შარვალი 42 43 58 42 51 21 11 5 273
3 საწვიმარი                 50
4 ქურთუკი (ქალის) 10 12 13           35

დაზუსტდება უშუალოდ შეკვეთის წინ ერთი კვირის ვადაში.

შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის კონკრეტული სპეციფიკაციების მოთხოვნები იხილეთ ფაილში დანართი 1.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • პროდუქციის ესკიზი და/ან ნიმუში (ნიმუშის წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუმცა რეკომენდირებულია);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების, ხარისხისა და მიწოდების ვადის შესახებ (შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდარტმული თანდართული ფაილი NEOGAS_saaplikacio forma);

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 20 აგვისტოს 15:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 30%; ხარისხი 30%; გამოცდილება 20% გადახდის პირობები 10%; მიწოდების ვადა 10%;.

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 21 აგვისტოს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; 595 99 02 94. საკონტაქტო პირი: ესმა ჩაჩანიძე

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ