ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6808 - ტენდერი ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციის  შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციის შესყიდვა ქვემოთ მოცემული მოცულობების შესაბამისად.

არსებული გვირაბის ტექნიკური პროექტი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართი N1 და დანრთი N2-ში, რომელიც გაზიარებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ელექტრონული ტენდერით დაინტერესებულ კომპანიებთან.

ტექნიკური სპეციფიკაციები დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სატენდერო განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შესაბამისი სადაზღვევო პოლისი წარუდგინოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“. აღნიშნულ პოლისში ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება 1.2 პუნქტში მოცემული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოზე.

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • დუშეთის მუნიციპალიტეტი, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპირო, ჟინვალჰესი.
  • სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 50 კალენდარული დღის განმავლობაში, საიდანაც კონტრაქტორის მიერ უშულაოდ გვირაბში განსახორციელებელი სამუშაოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 კალენდარულ დღეს. გვირაბში შესასრულებელი სამუშაოების შესრულების მიზნით გვირაბის (ჰესის გაჩერების) სავარაუდო ვადა განისაზღვრება 15 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით,რომელიც დაზუსტდება ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მხოლოდ ზემოთ განსაზღვრულ გვირაბის სავარაუდო გაჩერების ვადაში უზრუნველყოს უშუალოდ გვირაბში განსახორციელებელი სამუშაოების შესრულება. 

ოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • მოწოდებული მომსახურების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ 1.8 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ 1.5 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • ქვეკონტრაქტორის ასეთის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი და 1.9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 15 აპრილი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 20000 ლარი
  • ტენდერის მაქსიმალური შეთავაზებაა 1,099,533 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 აპრილი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მაქს. ოდენობა: 1'099'533.00 ‎₾
  • ფასის კლების ბიჯი: 20'000.00 ‎₾