ჩაბარების ვადა:

22 აპრილი 2020, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T6810 - საქართველოს მუნიციპალიტეტებში საჯარო ფინანსების მართვის სისტემის შეფასება PEFA-ს ინდიკატორების გამოყენებით

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადა გაიწია 22 აპრილის, 12:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

გამომდინარე, საქართველოში კორონა ვირუსით განპირობებული ბოლო დროს დაწესებული შეზღუდვებისა, დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული შეთავაზების წარდგენა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზებები PDF-ფორმატში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de

გთხოვთ შემოთავზების გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:

  • ელ. ფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი - 83353817
  • გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება 2 სხვადასხვა PDF ფაილად.
    1. PDF ფაილი - საფასო შემოთავაზება,
    2. PDF ფაილი - შინაარსობრივი შემოთავაზება.
  • სხვა ფორმატში გმოგზავნილ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ. ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს, გარდა ზემოთ მითთებული მისამართისა, მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.

შემოთავაზებების გამოგზავნა შესაძლებელია 2020 წლის 22 აპრილი, 12:00 საათამდე.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ქართულ ენაზე.
შემოთავაზებები, მოწოდებული გარდა ზემოთ მითითებული დროისა არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს 

გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: „საქართველოს მუნიციპალიტეტებში საჯარო ფინანსების მართვის სისტემის შეფასება PEFA-ს ინდიკატორების გამოყენებით“
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. 

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.2204.6-005.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83353817

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანა ჩხეიძეს
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – anna.chkheidze@giz.de
შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 20.04.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები