ჩაბარების ვადა:

24 აპრილი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6824 - ფასთა გამოკითხვა სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში „ი“ და „ჟ“ ღერძებზე მდებარე ლითონის სვეტების გაძლიერების და „ი“ და „ჟ“ ღერძებს შორის ხიდურა ამწისთვის ლითონის კონსტრუქციების მოწყობაზე 

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Copper აცხადებს ფასთა გამოკითხვას სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში „ი“ და „ჟ“ ღერძებზე მდებარე ლითონის სვეტების გაძლიერების და „ი“ და „ჟ“ ღერძებს შორის ხიდურა ამწისთვის ლითონის კონსტრუქციების მოწყობაზე.

მომსახურების დეტალური აღწერა იხილეთ დანართ(ებ)ში: 

  • შესყიდვის მოთხოვნა (ტექნიკური დავალება)
  • არსებული მზიდი კონსტრუქციების შემოწმების ანგარიში
  • სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში „ი“ და „ჟ“ ღერძებზე მდებარე ლითონის სვეტების გაძლიერების პროექტი
  • სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში „ი“ და „ჟ“ღერძებს შორის ხიდურა ამწისთვის ლითონის კონსტრუქციების მოწყობის პროექტი
  • შესავსები დეფექტურის ფორმა
  • ხელშეკრულების ნიმუშს, რომელიც გაფორმდება ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებულ კომპანიასთან

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • კომერციული წინადადება:
  • ენა: ქართული ან რუსული
  • შემოთავაზებული ფასი;
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება (ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში (ლარის დოლართან მიმართებაში საანგარიშო კურსის მითითებით) ან დოლარში);
  • გადახდის პირობები ;
  • სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ (ანალოგიური სამუშაოებზე);
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მონაცემები. 

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 24.04.2019

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@richmetalsgroup.com

შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი 
მობ: +995 579 552 051
E-mail: LPirveli@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები

დოკუმენტაცია

განცხადება განცხადება
დანართი № 2 შესყიდვის მოთხოვნა დანართი № 2 შესყიდვის მოთხოვნა
დანართი № 3 არსებული მზიდი კონსტრუქციების შემოწმების ანგარიში დანართი № 3 არსებული მზიდი კონსტრუქციების შემოწმების ანგარიში
დანართი № 4 სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში ი და ჟ ღერძებზე დანართი № 4 სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში ი და ჟ ღერძებზე
დანართი № 5 სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში ი და ჟ ღერძებს შორის ხიდურ დანართი № 5 სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში ი და ჟ ღერძებს შორის ხიდურ
დანართი № 6 ლითონის სვეტებისა და ხიდურა ამწის ლითონის კონსტრუქციების დანართი № 6 ლითონის სვეტებისა და ხიდურა ამწის ლითონის კონსტრუქციების
დანართი № 7 ხელშეკრულება დანართი № 7 ხელშეკრულება
ყველას ჩამოტვირთვა