ჩაბარების ვადა:

24 აგვისტო 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T684 - ტენდერი ბანკომატის ნაწილების და კასეტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ”ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს ბანკომატის ნაწილების და კასეტების შესყიდვაზე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ: 

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 24 აგვისტო 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება; საკონტაქტო ინფორმაცია; ”სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი უსაფრთხოების ლუქების შეძენაზე)”.

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე საქონლის შემსყიდველისადმი (თბილისის ტერიტორიაზე) მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი, რაოდენობა და ტექნიკური პირობები იხილეთ ფასების ცხრილში.

დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ:
ირაკლი ადამაშვილი - ტელ: 591 28 42 02; irakli.adamashvili@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ