ჩაბარების ვადა:

13 მაისი 2020, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6849 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის სანტექნიკასთან და წყალარინებასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის სანტექნიკასთან და წყალარინებასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვაზე. 

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, რომელშიც უნდა დააფიქსიროს ერთეული ფასები მომსახურების და მასალის შემთხვევაში ცალ-ცალკე. ამასთან, ერთეული ფასები მასალისთვის უნდა იყოს წარმოდგენილი დანარიცხების  (მოგების გადასახადის, ზედნადები ხარჯების და დღგ-ს) გარეშე ხოლო ერთეული ფასები მომსახურებისთვის დაფიქსირებული უნდა იყოს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სხვა დანარიცხების (მოგების გადასახადის, ზედნადები ხარჯების და დღგ-ს) გარეშე; იმ შემთხვევაში თუ ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული პუნქტისთვის მასალა საჭირო არ არის, შესაბამის ველის განფასებაში უნდა ჩაიწეროს „0“ (ნული). ასევე, დანართი N1-ში ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს მოგების (მოგება უნდა მოიცავდეს ზედნადებ ხარჯებსაც) პროცენტი;
  • დანართ N1-ში ტენდერის მონაწილემ უნდა დააფიქსიროს ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯი 1 კმ-ზე (ფასში უნდა შედიოდეს ორივე გზა), თბილისიდან 30 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებული ობიექტის შემთხვევაში. ამასთან ანაზღაურება მოხდება მაქს. გავლილი 100 კილომეტრისთვის, რადგან ტენდერის მონაწილეს უნდა ჰქონდეს წარმომადგენლობა რეგიონებშიც;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ფასის დასათვლელად, გამოყენებული იქნება ერთეული ფასები დანარიცხების გარეშე, ხოლო ჯამურ ფასს დაერიცხება მოგების წინასწარ შეთანხმებული პროცენტი და დღგ;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული მსგავსი ტიპის სამუშაოების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში: კლიენტის, ობიექტის, განხორციელებული მომსახურების ტიპის, დარიღის და კლიენტის საკონტაქტო ნომრის მითითებით:
# თარიღი
(თვე, წელი)
კლიენტი (დასახელება და საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი) განხორციელებული ობიექტის დასახელება, სამუშაოების აღწერა
1 . . .  . . .  . . . 
2 . . .  . . .  . . . 
       
  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 1 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
  • პრეტენდენტს თბილისის გარდა ასევე უნდა ჰქონდეს დაფარვა და წარმომადგენლობა საქართველოს რეგიონებშიც;
  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ბანკის შეტყობინებიდან უმოკლეს ვადებში მოახდინოს რეაგირება დაფიქსირებულ ინცინდენტებზე, მათ შორის რეგიონებშიც;

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში,  თავად დაამუშავოს ნარჩენები, ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი;
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა გაფორმდეს ერთზე მეტი გენერალური ხელშეკრულება;
  • ბანკი იტოვებს უფლებას საკუთარი დისკრეციით, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელოს მოლაპარაკებები ტენდერის მონაწილეებთან ტენდერის დასრულების შემდეგაც.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 13 მაისი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები