ჩაბარების ვადა:

29 მაისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6850 - ტენდერი სამგორის საფილტრე სადგურის ფილტრებისა და სალექრების მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასკვნის მომზადებასა და მისი მოდერნიზაციის პროექტირების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადა გადაიწია 29 მაისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამგორის საფილტრე სადგურის ფილტრებისა და სალექრების მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასკვნის მომზადებასა და მისი მოდერნიზაციის პროექტირების შესყიდვაზე.

ტენდერის მიზანია სამგორის სასმელი წყლის მომქმედი ნაგებობის ჩანაცვლება ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით, აღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის საჭიროა:

  • წყალმიმღები კამერის დაერთება მოქმედი ნედლი წყლის შემომსვლეთან;
  • ახალი სალექრის მოწყობა;
  • ახალი ფილტრების (ფილტრაცია) მონტაჟი;
  • არსებული საქლორატორეს ჩანაცვლება ახალით;
  • ფილტრატის დაერთება მომქმედ ქსელზე;
  • სისტემის გამართვა

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს როგორც სამგორის საფილტრე სადგურის მოდერნიზაციის ტექნიკური-ეკონომიკური დასკვნის მომზადება  ასევე მისი მოდერნიზაციის პროექტის/გრაფიკული ნახაზის და წინასწარი ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • წინასწარი ხარჯთაღრიცხვა მომზადებულ უნდა იქნას   საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 14 იანვრის N152  ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროში მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედო დაშვების შესახებ" საფუძველზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებულია 1992 წლამდე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები. ასევე, წინასწარი ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას  რესურსულად (13 შიფრიანი), შრომის დანახარჯებისა (კაც/სთ) და მანქანა-მექანიზმების (მანქ/სთ) ღირებულებების მითითებით;
  • პროექტის გრაფიკული ნახაზისა და წინასწარი ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაწესებულების მიერ,   მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული კვარტალური სამშენებლო რესურსული ფასების მიხედვით. 
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მომზადებულ პროექტზე პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის  პოლისის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს „შემსყიდველისთვის“ მისაღები სადაზღვევო კომპანიის მიერ,სადაზღვევო პოლისის  დაზღვევის თანხა უნდა შეადგენდეს სულ მცირე პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათალისწინებულ ჯამურ ღირებულებას. 

შენიშვნა: დაინტერესებული კომპანია ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე ადგილზე დაათვალიეროს/შეისწავლოს სამგორის საფილტრე სადგური. ობიექტის ადგილზე ნახვის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს წარმომადგენელს:დავით დვალი, 595 088 119

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • სამგორის საფილტრე სადგური ერთ-ერთია GWP-ის ხუთ სათავე ნაგებობას შორის, რომელიც მდებარეობს გახოკიძის ქ. N163-ში, ზღვის დონიდან 515 - 535 ნიშნულებზე. სადგური ექსპლუატაციაში გაეშვა 1952 წელს და მისი წარმადობა შეადგენს 4,000 ლ/წმ-დან 5,000  ლ/წმ-მდე. ტერიტორიაზე განთავსებულია 50 ერთეული ფილტრი, საქლორატორო, რეზერვუარები და სატუმბო სადგურები, რომლებიც ჩართული არიან სასმელი წყლის განაწილებაში. სადგურის ნედლი წყლით მომარაგება ხდება თბილისის ზღვისა და ჟინვალის წყალსაცავებიდან გადატუმბვით. სამგორის საფილტრე სადგურიდან გამოდის 12 ერთეული სასმელი წყლის მილსადენი, რომლებიც ამარაგებენ  სამგორისა და ისნის რაიონებს მთლიანად, გარდაბნისა და კრწანისის რაიონებს ნაწილობრივ, რაც ჯამში 104,000-ზე მეტ აბონენტს შეადგენს. 

შენიშვნა: დამატებითი ტექნიკური დეტალების გაზიარება მოხდება მხოლოდ  დაინტერესებულ პირებთან კონფიდენციალურობის  შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდგომ, დამატებითი ტექნიკური ფაილების მისაღებად გთხოვთ მიმართოთ თეკლა მურვანიძეს, tmurvanidze@gwp.ge

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი განფასება თანდართულ ფაილში მოცემული ფასების ცხრილის შესაბამისად.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან წინასწარ მოლაპარაკებული პერიოდის განმავლობაში.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი: ქ. თბილისი

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების  გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დასაშვებია ჯამური საკონტრაქტო ღირებულის 30%-ის წინასწარი ანგარიშსწორება საავანსო გარანტიის საფუძველზე.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.1 და 1.3);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია სასურველი ანგარიშსწორების პირობის შესახებ (პუნქტი 1.7);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 29 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 მაისი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა