ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2020, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6851 - ტენდერი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სარწყავი ქსელის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტია: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სარწყავი ქსელის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

  • პროექტის მიზანი: საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღს სარწყავი წყალი ეწოდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული სატუმბო სადგურიდან (X:484318.8924, Y4615300.2231, Z406.0), რომლის ხარჯი შეადგენს: Q=270მ3/სთ-ში, ხოლო აწვის სიმაღლე: H=270მ-ს. ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, არსებული დამწნეხი d=300მმ-იანი ფოლადის მილს გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა, არ გააჩნია დამცავი იზოლაცია და არის კოროზირებული, ამიტომ აღნიშნულ ქსელზე ხდება ხშირი დაზიანება. 
  • პროექტის მიზანია, აღნიშნული  ქსელის გაუქმება და მისი მოხმარებაში დატოვება როგორც სათადარიგო (საავარიო) ქსელად, მის ნაცვლად საჭიროა მოეწყოს ახალი სარწყავი წყლის მაგისტრალი, რომლის საგრძე ჯამში შეადგენს 1760მეტრს.საპროექტო სარწყავი მაგისტრალი გაივლის თანდართულ  ნახაზზე ნაჩვენებ ტრაიექტორიას და დაერთდება ბოტანიკურ ბაღში არსებული წყლის რეზერვუარზე  (X:483201.6593, Y46146640.5268, Z586.0) აღნიშნული ტრაექტორია შესაძლებელია დაკორექტირდეს მზედამხედველთან კონსულტაციით.

ტექნიკური მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საირიგაციო ქსელის საპროექტო დოკუმენტაციის (ალბომის) შედგენა, რომელშიც უნდა შედიოდეს: განმარტებითი ბარათი, გეგმა კოორდინატებში, მილის გრძივი პროფილი, პიოზომეტრული ხაზები, ჰიდრავლიკური ანგარიშით და ყველა ის დეტალური ნახაზი, რაც შეესაბამება სრულყოფილ პროექტს. პროექტში შესული ნახაზები არ უნდა აღემატებოდეს 1:500 მაშტაბს, პროექტი უნდა ჩაბარდეს                                                 3 ეგზემპლარად, აგრეთვე უნდა მოყვებოდეს ელ. ვერსია დისკზე და “shp“ ფაილი. პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს ყველა საჭირო უწყებაში და უნდა გააჩნდეს ქ.თბილისის მერიისაგან გაცემული სამშენებლო ნებართვა.
  • პროექტში, მექანიკურ ურდულებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს ელ.ურდულებიც, ვინაიდან აღნიშნული ქსელის მშენებლობის დროს უნდა მოხდეს მისი სრული ავტომატიზაცია (დეტალური ინფორმაციისათვის კონსულტაცია გაიარეთ ჩვენს ტექნიკურ ზედამხედველთან - ლევან გვაზავა მობ. 595 08- 22 -75).
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საპროექტო-დეტალური (ჩაშლილი) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვას გავლილი უნდა ჰქონდეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზა სსიპ.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
  • ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ 

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:

  • შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე;
  • უნდა წარმოდგენილი იყოს შესრულების ვადები. 
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 22 მაისამდე 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 599 53 77 23

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ტექნიკურ საკითხებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ:
ლევან გვაზავა
მობ: 595 08 22 75

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები