ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6859 - ტენდერი №208 - უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით საბროკერო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს მდგრადი ფინანსური მომსახურებით მეწარმეებს საქართველოში , განსაკუთრებით აღსანიშნავია კრედო ბანკის როლი სასოფლო სამეურნეო დაკრედიტების კუთხით .დღესდღეობით კრედო ბანკი წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და მოიცავს 72 სერვისცენტრს, საკრედიტო პორტფელი შეადგენს 250 ზე მეტ მილიონ აშშ დოლარს და ემსახურება 290 ათასზე მეტ მომხმარებელს , კრედო ბანკი მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებას.

სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ტენდერს საბროკერო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით და იწვევს დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის საგანს წარმოადგენს საბროკერო მომსახურება რაც გულისხმობს კრედო ბანკის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სახეობის უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით პოტენციური შემსყიდველი პირების/კომპანიების მოძიებას და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას.

უძრავი ქონების ჩამონათვალი მოცემულია დანართში №1 _ში.

ფასების მოწოდების წესი:

  • წინადადების ფასის მოწოდება ხდება დანართი №2-ის მიხედვით:
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);

ანგარიშსწორების პირობები:

კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მხოლოდ კრედო ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე(ანგარიშის არ ქონის შემთხვევაში აუცილებელია კრედო ბანკში ანგარიშის გახსნა)
  • ტენდერში მოწოდებული ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა;

გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – www.tenders.ge –ს საშუალებით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს www.tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • მომსახურების ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება/რეკომენდაციები

შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერის ფარგლებში შეარჩიოს ერთი ან ერთზე მეტი მომწოდებელი, შემოთავაზებული წინადადებებიდან გამომდინარე. 

მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ - საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.
  • შევსებული და ხელმოწერილი დანართები:
    - დანართი №2-შემოთავაზების ფორმა
    - დანართი №3-რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი
    - დანართი №4 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
    - დანართი №5- აფიდავიტი
    - დანართი №6 - ანგარიშის გახსნის თაობაზე

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 19 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემო მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით:
საკონტაქტო პირი: თეა პარუნაშვილი
მობ: 595 642059
ელ. ფოსტა: tparunashvili@credo.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66100000 საბანკო და საინვესტიციო მომსახურებები
  • 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 70300000 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა მესამე პირებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ ან ხელშეკრულების საფუძველზე

დოკუმენტაცია

სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
დანართი №1-საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დანართი №1-საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება
დანართი №2 -შემოთავაზების ფორმა დანართი №2 -შემოთავაზების ფორმა
დანართი №3-რეკომენდატორი კომპანიები დანართი №3-რეკომენდატორი კომპანიები
დანართი №4 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დანართი №4 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
დანართი №5 - აფიდავიტი დანართი №5 - აფიდავიტი
დანართი №6 - ანგარიშის გახსნის თაობაზე დანართი №6 - ანგარიშის გახსნის თაობაზე
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    5 მაისი 2020 დრო 17:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა