ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2020, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6889 - ტენდერი სერვერის და ბლეიდ სისტემის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 12 ივნისი, 16:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს სერვერის და ბლეიდ სისტემის შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები:  

  • სერვერის და ბლეიდ სისტემის შესყიდვა
  • კომპანიის მხარდაჭერა მოწყობილობის ინსტალაციის დროს 
  • ქარხნული საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ გარანტიის განახლების ყოველწლიური ზრდა  არ უნდა აღემატებოდეს 10%
  • დანარჩენი მოთთხოვნები იხ. მიბმული ფაილის სახით

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი  
  • სპეციფიკაცია (ტენდერის მოთხოვნები)

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF-ი
  • ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან 

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 2020 წლის 12 ივნისი, 16:00 საათი.   
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
გიორგი დგებუაძე
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები