ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6899 - პალოების შესყიდვა / procurement of poles

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილები.

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 27.05.2020 -ის 17:00 საათამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება PDF-ფორმატში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ შემოთავზების გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები: 

  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი- 91139325, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება PDF - ფორმატში, რომელიც დასათაურებული უნდა იყოს შემდგენაირად: შესაბამისი ტენდერის ნომერი- 91139325 და ასევე სიტყვა “Offer”
  • სხვა ფორმატში გამოგზავნილ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს, გარდა ზემოთ მითთებული მისამართისა, მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

  • შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს მიწოდების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა
  • ფირმის სრული სახელწოდება (საიდენტიფიკაციო ნომერი)
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ფირმის მისამართი 

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში– შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 1 დღისა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: ge_quotation@giz.de შეკითხვის გამოგზავნისას ელ.ფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს აუცილებლად შესაბამისი ტენდერის ნომერი - 91139325 და ასევე სიტყვა „Question”, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შეკითხვის იდენტიფიცირება.

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 03.06.2020-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ ფირმასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები