ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6900 - ტენდერი სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა 2020-2021“ -  მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

გამარჯვებულ პირთან 1-წლიანი მოქმედების ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“ და სს „ევექსის კლინიკები“.

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 27  მაისის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 20 მაისი 2020 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 27 მაისი 2020 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 29 მაისი 2020 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 2 ივნისი 2020 წ.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 27 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 41100000 ბუნებრივი წყალი

დოკუმენტაცია

RFP - სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა 2020-2021 RFP - სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა 2020-2021
დანართი #2 - ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში დანართი #2 - ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში
დანართი #3 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ დანართი #3 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი #4 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე დანართი #4 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
დანართი #5 - აფიდავიტი დანართი #5 - აფიდავიტი
დანართი 1- ფასების ცხრილი დანართი 1- ფასების ცხრილი
დანართი 6 ჰოსპიტლების და კლინიკების მისამართები დანართი 6 ჰოსპიტლების და კლინიკების მისამართები
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 მაისი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა