27 მაისი 2020, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT6901 - ტენდერი სს ,,ლომისის" ლუდსახარში ქარხნის მისასვლელი გზის მონაკვეთის და სანიაღვრე არხის მოწყობაზე ბეტონით
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/474
- დანიშნულება: სს ,,ლომისის" ლუდსახარში ქარხნის მისასვლელი გზის მონაკვეთის და სანიაღვრე არხის მოწყობა ბეტონით
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:
- გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა 120 მ2
- არსებული ასფალტობეტონის საფარისა და გრუნტის დემონტაჟი, დატვირთვა ავტ/თვითმცლელზე და გატანა ნაყარში.
- საფუძველის მოწყობა ფრაქციული ღორღით 20 სმ.
- გზის საფარის მოწყობა არმირებული ბეტონით მ-300 სისქით 20 სმ.
სანიაღვრე არხის მოწყობა 20 მ.
- არსებული ასფალტობეტონის საფარისა და გრუნტის დემონტაჟი, დატვირთვა ავტ/თვითმცლელზე და გატანა ნაყარში.
- სანიაღვრე არხის მოწყობა არმირებული ბეტონით მ-300.
- სანიაღვრე ცხაურის მოწყობა.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- შესრულებული სამუშაო უნდა ჩაბარდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში.
- თანხის გადახდა მოხდება სამუშაოს შესრულებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შემსრულებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის თარიღიდან 10 კალენდარულ დღეში.
- იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: პერსონალის მართვის დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 20.05.2020 16:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 27.05.2020, 16:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ზურაბ კვესელავა
პერსონალის მართვის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: hrtenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები