ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6908 - ტენდერი შპს „მტკვარი ენერჯი“-ს კუთვნილ მე-9 ენერგობლიკის ქვაბაგრეგატის მოდელი ТГМП 344А/С მარჯვენა კედლის საშუალო რადიაციული ნაწილის  №2,3 პანელის გადაკეთება-შეცვლის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს შპს „მტკვარი ენერჯი“-ს კუთვნილ მე-9 ენერგობლიკის ქვაბაგრეგატის მოდელი ТГМП 344А/С მარჯვენა კედლის საშუალო რადიაციული ნაწილის №2,3 პანელის გადაკეთება-შეცვლის სამუშაოებზე 22/05-ME-S/M-20

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • მე-9 ენერგობლიკის ქვაბაგრეგატის მოდელი ТГМП 344А/С მარჯვენა კედლის საშუალო რადიაციული ნაწილის №2,3 პანელის გადაკეთება-შეცვლის სამუშაო ჩატარების დაგეგმილი ვადებია: 16.06.2020 - 21.08.2020

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • გადაკეთება-შეცვლის სამუშაოს მოცულობა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • სამუშაოს შემსრულებლების გამოცდილების/კვალიფიკაციის მონაცემები და დამადასტურებელი საბუთი;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 10 ივნისი, 17:00 საათი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.  
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა დასახელება და ტენდერის დასახელება და ნომერი:

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
მობ: 591 12 97 74
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
მურთაზ სვანი
მობ: +995 599 185 372

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები