Tenders.ge
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

T6910 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე


ელ. ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

GGU ჯგუფი აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს საწვავის შესყიდვაზე GGU ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის.

GGU ჯგუფში შემავალი კომპანიები (შემდგომში „შემსყიდველი):

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)
  • შპს „მცხეთის წყალი“ (MWC, ს/ნ 236052515)
  • შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351)
  • შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/ნ 203828313)
  • შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG, ს/ნ 206337007)
  • შპს „ჯორჯიან ინჯინიერინგ ენდ მენეჯმენტ კომპანი" (GEMC, ს/ნ 401957165)
  • სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (GRPC, ს/ნ 404500857)
  • სს „ზოტი ჰიდრო" (ZH, ს/ნ 404499654)
  • სს „სვანეთი ჰიდრო“ (SH, ს/ნ 405021275)
  • შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური" (KWF, ს/ნ 404957338)
  • შპს „კასლეთი 2“ (KAS2, ს/კ 406107118)
  • შპს “ჰიდროლეა” (HYDL, ს/კ 406073029)
  • შპს „ჯეო სერვისი“ (HYDG, ს/კ 406109722)
  • სს “გეოჰიდრო” (GH, ს/ნ 405013710)
  • შპს „საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანია“ (GETC ს/კ 405331591)
  • შპს “გეოენერჯი” (GEOE, ს/ნ 406062353)
  • სს „კავკასიის ქარის კომპანია“ (CWC, ს/კ 404519865)

საწვავის შესყიდვა დანართი N1-ით განსაზღვრული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად.

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს  ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების ოდენობა (ლარში) საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ერთეულის ფასთან მიმართებაში დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

შენიშვნა: Tenders.ge-ის ფასების ველში პრეტენდენტმა უნდა დაფიქსირდეს თითოეული საწვავის პოზიციაზე დაფიქსირებული ფასდაკლების ჯამი.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უსასყიდლოდ 500 ერთეული „აგაი“ (ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების) სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს  უსასყიდლოდ საწვავის ბარათების დამზადება და შემსყიდველისთვის გადაცემა;
  • მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიურად უსასყიდლოდ გადასცეს მყიდველს მინიმუმ 240 ცალი რეცხვის ტალონი. სადაც 120 ერთული იქნება მსუბუქი ავტომობილისთვის და 120 მაღალი განმავლობის ავტომობილისთვის.
  • მიმოწდებელი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ონლაინ მართვის მოდული, სადაც მყიდველი შეძლებს შეკვეთების განთავასებას და საწვავის მოხმარების მონიტორინგს.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) მოქმედების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • გატანა ავტოგასამართი სადგურიდან.

მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ:

  • კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული  საწვავის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი თითოეულ საწვავის ტიპზე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან    30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე  (პუნქტი 1.3);
  • შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი პუნქტი 1.6-ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (ავტო-გასამართი სადგურების ლოკაციები და რაოდენობა საქართველოს მასშტაბით);
  • ინფორმაცია სამრეცხაო სადგურების შესახებ. (საქართველოს მასშტაბით სამრეცხაო სადგურების რაოდენობა და მისამართები)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება თითოეულ შემსყიდველ კომპანიაზე ცალ-ცალკე სატენდერო პირობების გათვალისწინებით. 

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის,  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 1 ივნისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილვა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 52 33 81

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი