ჩაბარების ვადა:

22 ივნისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6917 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერი აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1; ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი, ანუ სავარაუდო საკონტრაქტო ღირებულება.
  • ტენდერი ჩატარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება დანართ N1-ში არსებული ჯამური ფასის მიხედვით, ბიჯი 3’000 ლარი.
  • ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება ყველა საქონლის ერთეულის ფასს.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი - ურეკის ქუჩა N2, საქართველოს ბანკის ცენტრალური საწყობი.
  • შეკვეთის განთავსება: თვეში ერთხელ ბანკი კონტრაქტორს გაუგზავნის ექსელის ფაილს, სადაც მოცემული იქნება ობიექტების ჩამონათვალი და შესასყიდი საკანცელარიო საქონლის რაოდენობა. ასევე შესაძლებელია, თვის განმავლობაში რამდენჯერმე, ბანკის მხრიდან განხორციელდეს მცირე მასშტაბის შეკვეთები სხვადასხვა სახის საკანცელარიო საქონელზე.
  • მიწოდების ტიპი: მიწოდება უნდა მოხდეს ბანკის ერთ მისამართზე (საწყობში), დახარისხებულად ობიექტების მიხედვით, თითოეულ დახარისხებულ შეკვრას უნდა ჰქონდეს წარწერა შესაბამისი ობიექტის მითითებით.
  • მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
  • ნიმუშების წარმოდგენა: ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუშები 2 მისამართზე: ურეკის ქ.N2 და გაგარინის ქ.29ა. წარმოდგენლი ნიმუშები უნდა იყოს დანართ N1-ში მოცემული საქონლის მინიმუმ 1 ცალი/შეკვრა/ყუთი.
  • შეკვეთის მოცულობა: დანართ N1-ში მოცემულია საქონლის წლიური სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე.
  • არასტანდარტული საკანცელარიო საქონელი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს ისეთი საქონლის შეკვეთა რომელიც არ არის დანართ N1-ში არსებულ საკანცელარიო საქონლის ნუსხაში. მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მოახდინოს ამგვარი საქონლის მოძიება და მოწოდება წინასწარ შეთანხმებული ფასით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 2 სარეკომენდაციო წერილი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის საქონლის სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 90 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოგვაწოდოს ყველა საქონელზე კატალოგი ფოტოსურათებით ექსელის ან/და PDF ფორმატით.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • წინამდებარე დოკუმენტი, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. დასკანერებული PDF ფორმატში;
  • დანართი N1:
  • ელექტრონულად შევსებული Excel -ის ფაილის სახით;
  • PDF ფაილის სახით, დასკანერებული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • დანართი N2 შევსებული სრულად, დასკანერებული PDF ფორმატში;
  • სარეკომენდაციო წერილი, მინიმუმ 2 კომპანიის მიერ გაცემული;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 22 ივნისი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 3000 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
კონსტანტინე მეტრეველი
მობ: 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 ივნისი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 3'000.00 ‎₾