Tenders.ge
საქართველოს ბანკი

T6934 - ტენდერი ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე


ელ. ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე:

საქონლის დასახელება ტიპი შესასყიდი რა-ბა ერთეულის ფასი (დოლარი) ჯამური ფასი (დოლარი)
ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატი იხილეთ სპეციფიკაციები 60 ცალი    

 

საგარანტიო პერიოდი (თვე) მოწოდების ვადა (კლ.დღე) 1 აპარატის გაწმენდა თვეში ერთხელ (ლარი) გარანტია მოიცავს თუ არა აპარატის წმენდას თვეში ერთხელ უფასოდ
     

კი / არა

აღწერილობა:

  • ბანკი ამჟამად იყენებს ორ ჯიბიანი ფულის სათვლელი აპარატის შემდეგ მოდელს - Scancoin 8220. პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სხვა ტიპის ან/და ბრენდის საქონელი, რომლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ მოთხოვნილი ტექნიკური სპეციფიკაციებისა.

ტექნიკური სპეციფიკაცია:

  • არანაკლებ 6 ვალუტა;
  • ვალუტის ავტომატური ამოცნობა;
  • სხვადასხვა ვალუტების ერთდროული თვლა და დაჯამება;
  • შერეული ნომინალის გადათვლა;
  • ერთი ნომინალის გადათვლა / დახარისხება;
  • დახარისხება ნომინალის მიხედვით;
  • დახარისხება მხარის მიხედვით;
  • დახარისხება ორიენტაციის მიხედვით;
  • დახარისხება ემისიის მიხედვით;
  • ჯიბეების ტევადობა (არანაკლებ): მიმღები 500; დამგროვებელი 220 ; წუნდებული 50;
  • ეკრანი: LCD არანაკლებ 3.2 ინჩი სენსორული, ფერადი;

ბანკნოტის სიყალბის შემოწმება:

  • გეომეტრიული პარამეტრების დეტექცია SD, ულტრაიისფერი ნიშნების დეტექცია UV, ინფრაწითელი ნიშნების დეტექცია IR, მაგნიტური მელნის დეტექცია MG, ორმაგი სკანერი ბანკნოტის სრული სკანირებისთვის Double CIS, სერიული ნომრების ამოცნობა შედარება SN.
  • სიჩქარე: სერიული ნომრების ამოცნობ (არანაკლებ)ა: 800 ბანკნოტა / წუთში, ნომინალის ამოცნობის და დეტექცია: 900, ბანკნოტა/წუთში, თავისუფალი თვლა (არანაკლებ): 1100 ბანკნოტა / წუთში

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • საქონლის შემოთავაზება უნდა მოხდეს ა.შ.შ. დოლარში, ხოლო მომსახურების ეროვნულ ვალუტაში - ლარში..
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით 60 ცალი შესასყიდი საქონლის ჯამურ თანხაზე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 800 დოლარის ოდენობით;
  • ფასი უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს და ტრანსპორტირებას ქ.თბილისში.
  • ვაჭრობის დასრულების შემდგეგ ბანკი იტოვებს უფლებას მოლაპარაკება გააგრძელოს კომპანიებთან ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
  • გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საქონლის ფასი, მომსახურების ფასი (გაწმენდის სამუშაოები), საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;
  • ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი საკუთარი შეხედულებისამებრ, ასევე ვაჭრობის დასრულების შემდეგ აწარმოოს დამატებითი მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან ფასებთან ან/და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტში არსებული ცხრილ(ებ)ი შევსებული, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შემოთავაზებული საქონლის დასახელება დეტალური სპეციფიკაციები და საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საბანკო რეკვიზიტები;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 15 ივნისი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 800 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა