ჩაბარების ვადა:
5 ივნისი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6943 - ტენდერი ორგმინის დამცავი მინების დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს ორგმინის დამცავი მინების დამზადება/მონტაჟზე დანართი #1 (ფასების ცხრილი) -ის შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ორგმინის დამცავი მინების დამზადება და მონტაჟი დანართი #2-ში მითითებული ბანკის სერვის ცენტრებსა და ფილიალებში;
- ორგმინის დამცავი მინების მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს არასამუშაო საათებში;
- მოსაწოდებელი საქონლის ზომები იხილეთ დანართი #4, დანართი #5 , დანართი #6 და დანართი #7 -ში;
- ტრანსპორტირება/მონტაჟის განფასება შემოთავაზებული უნდა იყოს ჯამურად თბილისსა და რეგიონებზე.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ლარით;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 5 ივნისი 18:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
- სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ორგმინის დამცავი მინების დამზადება/მონტაჟი);
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება ასევე გადმოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tendercommittee@lb.ge;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე მობ: მობ: 595 901 200; ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
დოკუმენტაცია
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
დანართი #2 (ფილიალების მისამართები)
დანართი #2 (ფილიალების მისამართები)
დანართი #3 (ხელშეკრულების დრაფტი)
დანართი #3 (ხელშეკრულების დრაფტი)
დანართი #4 (დიზაინი 1)
დანართი #4 (დიზაინი 1)
დანართი #5 (დიზაინი 2)
დანართი #5 (დიზაინი 2)
დანართი #6 (დიზაინი 3)
დანართი #6 (დიზაინი 3)
დანართი #7 (დიზაინი 4)
დანართი #7 (დიზაინი 4)
სატენდერო განცხადება ორგმინის მინები
სატენდერო განცხადება ორგმინის მინები
ყველას ჩამოტვირთვა