ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2020, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6945 - ტენდერი საავტომობილო გზის ქალაქ ქუთაისის შესასვლელ-გამოსასვლელი კვანძის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტია: ქ. ქუთაისი ახლგაზრდობის მე-5 შესახვევში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 

  • შიდა სახელმწიფოებრივი  შ-14 ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბინარა საავტომობილო გზის ქალაქ ქუთაისის პკ1+300მ მონაკვეთზე შესასვლელ-გამოსასვლელი კვანძის G-1-ის მოწყობა (პკ0+00 - პკ4+43,9) S 1 გზის პკ0+20.00-ს ჩათვლით თანდართული პროექტის, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მიერ გაწერილი ტექნიკური პირობების დაცვით (თან ერთვის).
  • გზის ამავე მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების და საგზაო ჰორიზონტალური მინიშვნების მოწყობა თანდართული პროექტის მიხედვით.
  • სამუშაოების დაწყება წინასწარ  უნდა შეათანხმონ გზის ნიშნულ მონაკვეთზე არსებული ხაზობრივი ნაგებობების მფლობელ კომპანიასთან და საპატრულო პოლიციასთან.
  • პროექტში არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა მოსაცდელი ჯიხურების მოწყობის პროექტი, რომელიც უნდა წარმოადგინოს  ტენდერში მონაწილე სუბიექტმა (არა ნაკლები ორი ვარიანტი)

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
  • ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ 

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:

  • შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე;
  • უნდა წარმოდგენილი იყოს სამუშაოების გრაფიკი და საგარანტიო ვადა;
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

სატენდერო ნახაზების გადმოსაწერად გადაბრძანდით შემდეგ ბმულზე: https://cloud.mail.ru/stock/6XyMHZC8EJYs4Ar6YS3fcmMm

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 12 ივნისს 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.N39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 599 53 77 23

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ტექნიკურ საკითხებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ სერგო კელენჯერიძეს ტელ 599 73 18 41 და პროექტის ავტოტრებს: გიორგი მერაბიშვილს ტელ: 5 97 09-80-01 ან უშანგი სტურუას ტელ: 5 51 37-14-41.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები