ჩაბარების ვადა:

7 სექტემბერი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T696 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მიმაგრებულ დოკუმენტში შეიცვალა 2 სართულის და ანტრესოლის გეგმა.

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. #16 (საკადასტრო კოდი: 01.10.15.022.046) რეაბილიტაციის ცენტრის სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მიზნით. შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი მითითებულია დანართში #1 (ხარჯთაღრიცხვა).

შერჩეულმა პრეტედენტებმა შემდეგი დოკუმენტაცია ელექტრონულად 2015 წლის 07 სექტემბერს 15:00 სთ–მდე უნდა ატვირთონ შემდეგ ვებ გვერდზე: http://etenders.ge/view/44588/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • საბანკო რეკვიზიტები; 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • პროექტის ღირებულება – ხარჯთაღრიცხვა (ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იყოს თანდართული ფორმის (დანართი #1) შესაბამისად;
  • გამოსაყენებელი მასალების აღწერილობა (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა);
  • სამშენებლო სამუშაოების გრაფიკი - სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; 
  • პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ადგილი);
  • მომსახურების შემსყიდველი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №1 სახით;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტედენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა:  ტენდერში მონაწილე პრეტედენტს აუცილებელია ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალში მოცემული 4-6, 9-12 პუნქტებისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტმა ელ.ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, 2015 წლის 07 სექტემბერს 13:00 სთ–მდე ავერსის კლინიკის ცენტრალურ ოფისში (ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ), უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის სახით, სატენდერო წინადადების ღირებულების 1%–ის ოდენობით (სატენდერო წინადადების გარანტიის ვადა – წარმოდგენიდან არანაკლებ ერთი თვე). გარანტიის წარმოუდგენლობა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება 2015 წლის 07 სექტემბერს 15:00 სთ–ზე. შესყიდვის ობიექტის საწყის ფასად განსაზღვრულია 250000.00 (ორასორმოცდაათი ათასი) ლარი, დღგ–ს ჩათვლით.

ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%–ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 1 თვით).
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ელექტრო ენერგიის ხარჯის გადახდა.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში. 

საკონტაქტო პირ(ებ)ი:

  • გია პაიჭაძე, ტელ: 599 57 79 20, ელ. ფოსტა: giorgi.paichadze@aversi.ge;
  • გიორგი ფაციაშვილი, ტელ: 577 274744, ელ ფოსტა: giorgi.patsiashvili@aversi.ge;
  • ლაშა კუპატაძე, ტელ: 577274704
  • მარიამ გამხიტაშვილი, ტელ: 558 10 13 30, 2399888 (5669) ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ