ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6960 - ტენდერი კვების მომსახურებაზე კომპანიებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა აცხადებს ტენდერს კვების მომსახურებაზე კომპანიებისთვის.

  • თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა საზღვარგარეთ გერმანული სკოლების ქსელის 140-ე წევრია.
  • სკოლა არის მშენებლობის პროცესში, 2020/2021 სასწავლო წლიდან სკოლას ეყოლება 1-11 კლასები. 
  • სკოლაში გერმანელი, ქართველი და სხვა ეროვნების ბავშვები გერმანული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობენ. ეს არის გახანგრძლივებული სკოლა. 
  • სკოლასთან არსებული საბავშვო ბაღი სკოლის შენობის გვერდით, სკოლის ეზოში მდებარეობს.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა სასადილოსთვის 2020 წლის 24 აგვისტოდან ეძებს:
კვების მომსახურების კომპანიას, რომელიც თავის ბაზაზე შემოგვთავაზებს სასადილოს მართვას
სამზარეულოსა და სასადილო ოთახის ტექნიკური და ორგანიზატორული წინაპირობები: 

  • სკოლის შენობა მდებარეობს ბაგებში, ფლობს სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სამზარეულოს;
  • სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინებით სამზრეულო ტექნიკა და აღჭურვილობა მუშაობს ელექტროენერგიაზე (გაზზე არა);
  • სკოლის სასადილოში უნდა ფუნქციონირებდეს ასევე ბუფეტი;
  • სასადილოს სამიზნე ჯგუფი:
    - 60 ბავშვი 3-6 წლამდე;
    - 175 ბავშვი 6-16 წლამდე.

დავალებების დეტალური ჩამონათვალი:

  • გახანგრძლივებული სკოლისთვის სრულყოფილი მენიუს დაგეგმვა და მომზადება შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით:
  • ბავშვების მოთხოვნილებებზე მორგებული და დაბალანსებული მენიუ (ასაკი 3-დან 16 წლამდე);
  • ახალი სეზონური პროდუქტით მომზადებული კერძები, უპირატესობა უნდა მეინიჭოს ქართულ პროდუქტს (ხილი და ბოსტნეული);
  • მრავალფეროვანი მენიუ კერძების მონაცვლეობით (ევროპული და ქართული სამზარეულო);
  • საჭმლის მომზადების მეთოდი, რომლის დროსაც მაქსიმალურად შენარჩუნდება პროდუქტის სასარგებლო ღირებულებები, ნაკლები ცხიმით და ვიტამინებით მდიდარი კერძის მომზადება.

საკვები პროდუქტების ყიდვა და მარაგის მართვა:

  • პროდუქტის ყიდვა უნდა მოხდეს იმ მომწოდებლებისგან/მწარმოებლებისგან, რომლებიც წინასწარაა სკოლის გამგეობასთან შეთანხმებული;
  • მარაგის შესაბამისი მართვა;
  • პროდუქტის მიღებისას კონტროლი;
  • პროდუქტის დახარისხება და შენახვა;
  • მარაგის შესანახად ცალ-ცალკე კუთხეების მოწყობა: ხილისთვის და ბოსტნეულისთვის/რძის პროდუქტებისთვის/გაყინული პროდუქტებისთვის/ხორციანი პროდუქტებისთვის/გამზადებული და გასამზადებელი კერძებისთვის და პროდუქტებისთვის;
  • მარაგის შესანახ ადგილებში შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება;
  • დამატებითი მარაგის შენახვის ადგილის მოწყობა (მაგ: დესერტი, სალათები, მომზადებული ხორცი და თევზი).

პროდუქტების ჰიგიენა:

  • სკოლის სამზარეულოზე მორგებული საკონტროლო სისტემის შექმნა (სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული სისტემით);
  • ყოველდღიური კონტროლი და აღწერა: ტემპერატურა, პროდუქტების მარაგი/საჭმლის გაცემამდე მისი მცირე ნაწილის შენახვა, საჭიროების შემთხვევაში მისი შემოწმებისთვის/დასუფთავებისა და დეზიფენქციის გეგმები;
  • გასაცემი კერძის ტემპერატურის კონტროლი.

საჭმლის მომზადება:

  • ყოველდღიურად ახალი კერძების მომზადება გახანგრძლივებული სკოლისა და საბავშვო ბაღისთვის;
  • ბუფეტისთვის ჯანსაღი საკვების მომზადება.

სხვა:

  • სკოლის კვებისთვის წინასწარი შეკვეთების მიღება;
  • საჭმლის გაცემა საბავშვო ბაღში (საჭმლის საბავშვო ბაღში ტრასპორტირების ჩათვლით, ბაღი მდებარეობს სკოლის გვერდით);
  • საჭმლის გაცემა სკოლაში რამდენიმე ცვლაში (გრძელი რიგების თავიდან აცილების მიზნით);
  • მაგიდის ალაგება (სკოლის სასადილო, საბავშვო ბაღი);
  • ჭურჭლის დარეცხვა;
  • სამზარეულოს საფუძვლიანად დალაგება;
  • ბუფეტის სალაროს მართვა;
  • სხვა თანამშრომლების მართვა (დამხმარე პერსონალი).

კონკურსის პირველ ეტაპზე სკოლა ეძებს დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ მითითებული დავალების შესრულება და მზად არიან კონკურსის მომდევნო ეტაპებისთვის. 

მეორე ეტაპზე განიხილება მართვის, კონცეფციური და ფინანსური დეტალები.

სატენდერო წინადადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • კვების კომპანიის შესახებ პრეზენტაცია
  • რეკომენდაციები

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2020 წლის 19 ივნისი.
  • დაინტერესებულმა კომპანიებმა, რომელთაც აქვთ აღნიშნული დავალებების შესრულების შესაძლებლობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი სატენდერო წინადადება (ზემოთ მითითებული საბუთებით) ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: verwaltung@deutscheschule.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
გიორგი ხუბულური
ელ. ფოსტა: verwaltung@deutscheschule.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები