ჩაბარების ვადა:

20 ივნისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6971 - ტენდერი ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ცენტრალურ უბანზე საძიებო-საექსპლუატაციო ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილის № 132-ის ბურღვითი სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ცენტრალურ უბანზე საძიებო - საექსპლუატაციო ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილი № 132-ის ბურღვითი სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი კვალიფიკაციის ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს. 

ტექნიკური დავალება შესაბამის დანართთან ერთად იხ. მიმაგრებულ ფაილებში.

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი დავალების ფასი;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ განხორციელებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების  ვადის შესახებ/სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2020 წლის 20 ივნისის ჩათვლით, თბილისის დროით 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: GE_IDSBorjomiTenders@ids-borjomi.com

დამატებითი ტექნიკური განმარტების მისაღებად კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს ბატონებს:
ვატო შარაშენიძეს: vsharashenidze@ids-borjomi.com
თემურ კოროშინაძეს tkoroshinadze@ids-borjomi.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები