ჩაბარების ვადა:
24 ივნისი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6977 - ტენდერი სატვირთო ავტომობილების გასტიკერება/მონტაჟზე, მაღაზიის ვიტრინების გასტიკერება/მონტაჟზე და იატაკის სტიკერის ბეჭდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სატვირთო ავტომობილების გასტიკერება/მონტაჟზე, მაღაზიის ვიტრინების გასტიკერება/მონტაჟზე და იატაკის სტიკერის ბეჭდვაზე.
საქონლის დასახელება/აღწერა | ზომის ერთეული | ღირებულება დღგ-ს ჩათვლით |
ევროპული სტიკერი (80 მკრ) + მონტაჟი |
კვ | |
ჩინური სტიკერი (80 მკრ) + მონტაჟი |
კვ | |
იატაკის სტიკერი | ცალი |
- სატვირთო ავტომობილის გასტიკერება აუცილებელია მოხდეს ევროპული ხარისხის სტიკერით (გერმანული, 80 მიკრონიანი), დამატებით უნდა გაუკეთდეს ლამინაცია, რომელიც დაიცავს დაზიანებისგან კერხერით რეცხვისას.
სავარაუდო ზომები:
გვერდის ზომა 222*804სმ 2 ცალი;
კაბინის ზედა მხარე 134*200სმ 1 ცალი;
- ვიტრინის გასტიკერება შესაძლებელია მოხდეს ჩინური სტიკერითაც, (80 მიკრონიანი).
- იატაკის სტიკერი - ევროპული სტიკერი+ორმაგი ლამინაცია+ევროპული მასალებით ბეჭდვა როლანდის დანადგარზე+წყალგამძლე, აუცილებელია რომ იყოს მაქსიმალურად მდგრადი დამზიანებლების მიმართ, სისველის მიმართ. (იხ. საბეჭდი ფაილი), რაც შეეხება რაოდენობებს, გთხოვთ მიუთითოთ ფასების დიაპაზონი რაოდენობების მიხედვით.
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- შემოთავაზებაში მიუთითეთ გადახდის პირობა;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში
- ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან, მეორე ეტაპზე შერჩეულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუში, თავიანთი ხარჯებით;
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 11 ივნისიდან 2020 წლის 24 ივნისის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
ელ. ფოსტა: Nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები