ჩაბარების ვადა:

26 ივნისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6991 - ტენდერი ფილიალებში 24 საათიანი ზონების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ ფილიალებში 24 საათიანი ზონების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 26 ივნისის 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სსვითიბი ბანკი ჯორჯია(ტენდერის დასახელება - ფილიალებში 24 საათიანი ზონების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობას და ინფორმაციას:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილების შესახებ.

საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: ირაკლი თავაძე,
მობილურის ნომერი: 591-40-10-55;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1624),
ელ. ფოსტა: i.tavadze@vtb.com.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე   არანაკლებ 24 საათით ადრე,  სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და  ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/93/tenderi-bankis-pilialebshi-24-saatiani-zonebis-saremonto-sarekonstruqtsio-samushaoebis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები