ჩაბარების ვადა:

2 ივლისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7021 - კვლევა გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა და სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო შენატანის/ ჰონორარების/პერდიემის შემოწმების მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 02.07.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი საფასო შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, ერთ კონვერტში. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, შემოთავაზებაში გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: კვლევა გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა და სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო შენატანის/ ჰონორარების პერდიემის შემოწმების მიზნით.
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. 

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
გთხოვთ ასევე მიუთითოთ პროგრამის ნომერი: 03.92076 -001.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83357216

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ტიტულოვან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

ცალკეულ ლოტზე უნდა იქნას წარმოდგენილი ცალკე შემოთავაზება და დაინომროს ტექნიკურ დავალებაში მითითებული ლოტის ნომრების შესაბამისად.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 06.07.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება